NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილი: მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს!

ღარიბაშვილი: მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს!

02 ოქტ 2021 პოლიტიკა 608 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდა.

როგორც ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხვალიდან სიმშვიდის და სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.

„მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს – დღეს ქვეყანაში დავასრულეთ პოლარიზაცია. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ადგილობრივი არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გადაინაცვლეს და საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. პარტიის ოფისთან შეკრებილებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიმართეს, რომლებიც მხარდამჭერებთან შესახვედრად შვილებთან ერთად გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით “გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების ტრანსლირება ხდებოდა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-10-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯაფარიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში

შემდეგი სტატია

ცერცვაძე: არ ვენდობი IPSOS-ის კვლევებს, ცალსახად. „გორბის“ კვლევებს“ ვენდობი ყველაზე მეტად

მსგავსი სტატიები

მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი პარკირების პრობლემაში მერიას ადანაშაულებს

30 აგვ 2017
„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

17 ნოე 2017
გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა

გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge