NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ვოლსკი: მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს

გია ვოლსკი: მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს

01 ოქტ 2021 პოლიტიკა 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი თანაპარტიელების მსგავსად ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უკრაინის ორგანოები ამბობენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთია და საქართველოს შესაბამისი ორგანოებიც აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

გია ვოლსკის შეფასებით, საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა „საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა”.

“შეიძლება კომენტარის ირონიულად გაკეთება, მაგრამ მთელი ამ სპექტაკლის დადგმა ემსახურება მიზანს, მოხდეს იმ ხალხის მობილიზება, ვინც დესტრუქციული, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში თავი არ გამოიჩინა. დესტაბილიზაციის გეგმამ ვერ გაამართლა და გადაწყვიტეს, სააკაშვილი საარჩევნო პროცესში ამ ფორმით ჩაერთოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენს თავს, საქართველოში ხდება. საერთოდ, სააკაშვილის მიზანი – ჩართულობა უკრაინიდან, გინდ ამ „ფეიკვიდეობის“ გავრცელება – არის ის, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა, ხალხის მობილიზებამ, ენერგიის კონცენტრაციამ სტაბილური ფორმა მიიღოს. მათ ეს სურთ, მაგრამ ქვეყნისთვის სასიხარულოდ, არ გამოსდით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების მიზანი ქაოტური ვითარების შექმნა და დესტაბილიზაციის მცდელობაა, რაც ქვეყნის იმიჯს აყენებს ზიანს.

„ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა საქართველოში. არის ვარიანტი, რომ რუსეთს ხელი შეეწყო, გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი ჯერ აფხაზეთის და შემდეგ შემოპარულიყო მათივე დახმარებით, ბევრი სხვა ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და თუ ასეთი რამ მოხდა და ასეთი პოლიტიკური პოზიცია აქვს “ნაცმოძრაობას”, რომ მათი ლიდერი აქ იმყოფება და მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარების თაობაზე, ტყუილი ყოფილა. თუკი „ფეიკს” ავრცელებს სააკაშვილი, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ იმიჯს და თუკი ეს მართლა ბათუმშია გადაღებული, ესეც სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს. ასე რომ, ორივე შემთხვევაში რთულ ვითარებაში ვარდება “ნაციონალური მოძრაობა”. ქვეყნის იმიჯზე ვინ ფიქრობს, მაგრამ ქვეყნის იმიჯსაც უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქმედებები, რასაც ჩადიან, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი 2021-10-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა გრძელდება”

შემდეგი სტატია

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

მსგავსი სტატიები

ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივნ 2019
მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს

მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2020
„პარლამენტი სამწუხაროდ არის უსიტყვო შემსრულებელი იმ ყველაფრისა, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი“

„პარლამენტი სამწუხაროდ არის უსიტყვო შემსრულებელი იმ ყველაფრისა, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge