NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის ბიზნესკუსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

საქართველოს ბანკის ბიზნესკუსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

28 სექ 2021 ბიზნესი 163 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

28 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკმა მომხმარებლის პროფესიული განვითარებისა
და განათლების მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს უფასო
შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსი“ შესთავაზა. რაც იმას
ნიშნავს, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა,
საინტერესო კურსი მისთვის ხელსაყრელ დროს და თანაც სრულიად უფასოდ გაიაროს.
ამის საშუალებას მომხმარებელს ბიზნესკურსის ის უპირატესობა აძლევს, რომ ის
მოიცავს ვიდეოს სახით ჩაწერილ უკვე 12 კურსს და არ საჭიროებს ლექციის ონლაინ
რეჟიმში გავლას.
პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი
ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო
მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის
მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, კონსულტანტებმა და
სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებიმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად,
პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ
უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით
ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად,
ხელმისაწვდომია ტესტები.
ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი
ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტარტეგია, მარაგების მართვა,
ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით
დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების
დამსახურებაა რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.
პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2ZCwybY
„მოხარული ვართ, რომ შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“,
ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული. პლატფორმა
სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს
მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ,
მხარი დაგვეჭირა ბიზნესისთვის და შეგვეთავაზებინა მათ საჭიროებებსა და
ინტერესებზე მორგებული კურსები. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტ
ადამიანს, ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, მიაღწიონ წარმატებას“, – განაცხადა
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა,
ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის:
EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული
ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის
განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე
ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას
ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის
მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური
მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი
იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

კომენტარები

2021-09-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში

შემდეგი სტატია

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

მსგავსი სტატიები

სააგენტო Fitch: საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა

სააგენტო Fitch: საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა

27 აგვ 2018
bpn: 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

bpn: 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

ნინო ჩხეიძე 05 სექ 2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების ზეთი  ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების ზეთი ექსპორტზე გავიდა

თამუნა 28 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge