NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გაბრიყვებულია გახარია

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გაბრიყვებულია გახარია

28 სექ 2021 პოლიტიკა 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა;მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა.

„ეს ძალიან მარტივი წასაკითხია. ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე ჩართულია სააკაშვილის თამაშში. აღარ მინდა ამ საკითხზე დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, რადგან ის არის კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორეს მხრივ, სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან აკავშირებს.

„მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა ტავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, როგორმე იქნებ მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-09-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი

შემდეგი სტატია

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში

მსგავსი სტატიები

ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს

ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს

სოსო ელისაშვილი 23 აპრ 2019
ეხო კავკაზა: ჩრდილოკავკასიელებს, მათ შორის ჩეჩნებს, საქართველოში არ უშვებენ

ეხო კავკაზა: ჩრდილოკავკასიელებს, მათ შორის ჩეჩნებს, საქართველოში არ უშვებენ

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2022
ირაკლი ღარიბაშვილი:  საბოლოო ჯამში ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”

ირაკლი ღარიბაშვილი: საბოლოო ჯამში ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”

ნინო ჩხეიძე 01 სექ 2020

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge