NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია მეზვრიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს

ნათია მეზვრიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს

25 სექ 2021 პოლიტიკა 430 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს დღეს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილი პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.

„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ.

ისინი დღემდე არ ახდენენ რეაგირებას აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დროს განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, „ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტიაში გამორიცხავენ, რომ ბესო ბენდელიანის მანქანის ჩაცხრილვა მის პირად საქმიანობას უკავშირდებოდეს და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა კავშირში.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია გამოძახებულია და დიდი იმედი მაქვს შს მინისტრი და გენერალური პროკურორი ამ მძიმე ფაქტზე მაინც მოახდენენ რეაგირებას მანამ, ვიდრე უარესი მოხდება და ადამიანების სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

TOP ნათია მეზვრიშვილი 2021-09-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბოლო ხუთ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 68 364 ადამიანი აიცრა

შემდეგი სტატია

ბადრი ჯაფარიძე: „ოცნების“ ლიდერებმა ანტირეკორდი დაამყარეს, 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021
ზურაბ ჯაფარიძე: მთელი დღეა ჩემი უკანალის გარდა ვერც ვერაფერზე ლაპარაკობენ ჩემთან მიმართებით

ზურაბ ჯაფარიძე: მთელი დღეა ჩემი უკანალის გარდა ვერც ვერაფერზე ლაპარაკობენ ჩემთან მიმართებით

ნინო ჩხეიძე 19 ნოე 2022

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი დაბლოკა – გამოძიება 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს

31 იან 2019

უახლესი ამბები

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

  • „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

    რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge