NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თინა ბოკუჩავა: …თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის

თინა ბოკუჩავა: …თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის

24 სექ 2021 პოლიტიკა 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მის განცხადებას თუ გაიხსნებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომ შეასრულებს იმას, რაც თქვა, მაგრამ „თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი,” თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა ამით მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მისი თქმით, სწორედ ეს იგულისხმა სააკაშვილმა „ხელის განძრევაში.”

„მათ შორის დღევანდელ განცხადებაში, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პირობა დადო, ვალდებულება აქვს აღებული. მის განცხადებას თუ გაიხსენებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე. მან ძალიან სწორად ახსნა რა არჩევანის წინაშე დგას საქართველოს მოქალაქე. დღეს არის არჩევანი რუსულ ოცნებასა და დასავლურ ოპოზიციას შორის. აქაც ძალიან მკაფიო იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც მან თქვა, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, მე ასე გავიგე მისი გზავნილი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2 ოქტომბერს ნიკა მელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აპირებს მისვლას, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის.

„ირაკლი კობახიძეს ურჩევნია, რომ მეტი დრო დახარჯოს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადაინაცვლებს ოპოზიციაში “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ. მესმის მისი აგონიური შფოთვები და ფიქრები და პრინციპში, ეს აგონიური შფოთვა ძალიან ნათლად გამოსჭვიოდა მის გამომეტყველებას გუშინ, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

თინა ბოკუჩავა 2021-09-24
ნინო ჩხეიძე
Tags თინა ბოკუჩავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

შემდეგი სტატია

ბოლო ხუთ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 68 364 ადამიანი აიცრა

მსგავსი სტატიები

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – “ფლანგვის დეტექტორი” არამიზნობრივ ხარჯებზე მიუთითებს

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – “ფლანგვის დეტექტორი” არამიზნობრივ ხარჯებზე მიუთითებს

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019
მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია

მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია

ირაკლი შალიკაშვილი 24 თებ 2020
ჯანელიძე: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

ჯანელიძე: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge