NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

24 სექ 2021 ბიზნესი 465 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 7 თვეში მშპ-ის ზრდაში ფულადი გზავნილების, დაკრედიტების, ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. ტურისტული შემოსავლების დაბალი წვლილი 1-ლი კვარტლის უარყოფითმა დინამიკამ განაპირობა. რეალური მშპ-ის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დადებითი იყო და დაახლოებით 4.8% შეადგინა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ტურიზმის აღდგენა შენელდა. ქვეყნების მხრივ, ძირითადი კლება ისრაელიდან შემოსავლების ვარდნის შედეგია. აგვისტოს შემოდინებებში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირზე მოდიოდა. სრული 2021 წლისათვის 2019 წელს მიღებული შემოსავლების 37.5%-ის აღდგენაა მოსალოდნელი.

პანდემიის დროს მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობების დანაზოგები გაიზარდა. 2021 წლის მე-2 კვარტალში კი, ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.

თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს 2021 წლისათვის 10%-ზე მაღალი ზრდის პროგნოზს. 2022 წლისათვის კი, ადრინდელი 6.5%-იც ნაცვლად, ეკონომიკის 6%-იანი მატებაა გათვალისწინებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი. ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს.

საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტლიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2021 წელს სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი დადებითი იქნება, რაც სავაჭრო ბალანსის, ტურიზმის, FDI-ის, გზავნილების, მთავრობის საგარეო ვალისა და სავალუტო დაკრედიტების პროგნოზს ეყრდნობა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2021 წელს ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს, 2022 წელს კი მცირედი გამყარების მოლოდინია.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, 2021 წელს არაერთი სექტორი გადააჭარბებს პანდემიამდელ ნიშნულს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ფარმაცია, FMCG და ჯანდაცვა, 2019 წლის ნიშნულებს 10%-ზე მეტით გადააჭარბებს ნომინალური ბრუნვით. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, HORECA, კომერციული უძრავი ქონება, 2021 წელს ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია. შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ. აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი სასტუმროების დატვირთულობისა და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. ინდუსტრია 2019 წლის დონეს 2023-ში მიუახლოვდება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აღდგენას განაგრძობს. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. მოთხოვნა იზრდება დიდუბეში, ისანსა და სამგორში. ჯამურად, ტრანზაქციების რაოდენობამ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს. პანდემიამ ბათუმზე მეტად იმოქმედა. ფასებისა და ტრანზაქციების მიხედვით, 2022 წლიდან, ბათუმში სექტორი შედარებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე თბილისში.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://tbccapital.ge/ka/reports/makro-seqtoruli-ganaxleba

კომენტარები

2021-09-24
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი

მსგავსი სტატიები

პორშე პანამერას ახალი მოდელის პრეზენტაციას გამართავს

01 დეკ 2017
ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2022
საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია

თამუნა 31 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge