NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი» ნინო ლომჯარია: გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ შოკში ჩამაგდო, ნამდვილად ტოტალური მოსმენებია – საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ

 ნინო ლომჯარია: გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ შოკში ჩამაგდო, ნამდვილად ტოტალური მოსმენებია – საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ

19 სექ 2021 სამართალი 423 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩამაგდო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ომბუდსმენის განცხადებით, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნამდვილად არის ტოტალური მოსმენები.

„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებათა დამცველები ვსაუბრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმარის დაცულობას და გარატნიას არ იძლევა იმისა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს. შესაბამისად ძალიან მაღალი იყო ამის ალბათობა. თუმცა, გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე“, – აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფი თემატურად მუშაობდა. ლომჯარიას ვარაუდით, „ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა არის რელიგიური თემატიკა და არსებობს დანარჩენი თემატიკებიც“.

ომბუდსმენის თქმით, ის გაეცნო მასალებს და დაინტერესდა რამდენად ტოვებდა რეალურ შთაბეჭდილებას. ლომჯარიას განცხადებით, მან ჩანაწერებში საკუთარი სახელი – გვარიც მოძებნა და ნამდვილად ჰქონდა ის კომუნიკაცია, რაც ჩანაწერებშია.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსმენების მიზანი არის, რომ ყველა პირის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა შემდეგ გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში.

„ალბათ, მიზანი არის ის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე, რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, „სახალხო დამცველს რისი თქმა შეუძლია, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ქვეყანა მივიღეთ“, ომბუდსმენი პასუხობს: „საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი“.

კომენტარები

TOP ნინო ლომჯარია 2021-09-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა

მსგავსი სტატიები

შალვა შავგულიძემ  საპროკურორო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა

შალვა შავგულიძემ საპროკურორო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა

11 ივლ 2018
“თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია”

“თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია”

ნინო ჩხეიძე 26 ოქტ 2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს იმ საქმეებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს იმ საქმეებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge