NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე დგას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე დგას

16 სექ 2021 ახალი ამბები, საზოგადოება 291 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტის ანგარიში არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომზე და უკანონო ოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირველად ევროკავშირი ანგარიშში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ასახელებს, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს (business as usual) არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულის თაობაზე მე ასევე მქონდა საუბარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც მათ მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე და ქმედითი მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი ქვეყნის მთელი დიპლომატიური სისტემა გააგრძელებს 24-საათიან ძალისხმევას, რათა საქართველოს თემა მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლითაც იგი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე.

„ევროპარლამენტის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. დოკუმენტი პირდაპირ საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე: ანგარიში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე სათანადო რეაგირების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კომპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში, რამაც ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას;

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკანონო „პასპორტიზაციის“ პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ისევე, როგორც დონბასსა და ყირიმში) იყენებს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის კიდევ უფრო გასამყარებლად;

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა გადიოდეს ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე;

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელმა უშუალოდ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე უნდა მოითხოვოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოებისათვის მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღნიშნული ქვეყნების ევროპული, ევროატლანტიკური და დემოკრატიული განვითარების არჩევანის პატივისცემის საფუძველზე;

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

ამავდროულად, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციას აძლევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შესთავაზონ ამბიციური ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

2021-09-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვგმობთ პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება

შემდეგი სტატია

Get Started With Purchasing Term Paper

მსგავსი სტატიები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილება წლის ბოლომდე ამოქმედდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესში ცვლილება წლის ბოლომდე ამოქმედდება

28 ივნ 2018
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თბილისის პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თბილისის პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

22 თებ 2018
რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

18 სექ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge