NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები”

“ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები”

15 სექ 2021 პოლიტიკა 384 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა – არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

მელიას თქმით, მომხდარ ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

“სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, სოლიდარობა “მთავარ არხს” და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი, ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა – არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი, აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი – ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები. ან ქუჩაში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან ჩვენი ბავშვები იამაყებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე – ეს არჩევანია. ამათი საქმე არის მხოლოდ ის, რითაც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, ზედმეტსახელად “ოსტატი”, რომელიც გადმოუბირებიათ და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ხალხო, ეს არის არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”.

კომენტარები

TOP არჩევნები ნიკა მელია 2021-09-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: 2 ოქტომბრის არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი! (ვიდეო)

შემდეგი სტატია

43 გარდაცვლილი და 2176 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

თბილისის მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

10 იან 2018
რაც დღეს ხდება, არის პრაიდის უკან მდგომი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

რაც დღეს ხდება, არის პრაიდის უკან მდგომი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2021
„ცოტა გაუგებარია რატომ უნდა მივიდე“

„ცოტა გაუგებარია რატომ უნდა მივიდე“

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge