NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა

15 სექ 2021 სამართალი 370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

საქმე ეხება ფარულ მასალებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. როგორც მელაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ მასალებში არის თავად იმ ადამიანების პირადი მიმოწერებიც, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსმენას აწარმოებდნენ. მისივე თქმით, მასალების მიხედვით ჩანს, რომ მოსმენის შემდეგ გაშიფრული მასალა ხელმძღვანელ პირებთან იგზავნებოდა.

„ისეთ რაღაცებს უსმენდნენ, იღებდნენ, აკონტროლებდნენ, რომელსაც კავშირი არაფერთან აქვს და ეხება მღვდლის და მონაზვნის პირად ცხოვრებას, მხოლოდ მათ პირადს და სხვას არაფერს. სრული ამორალურობაა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას აკეთებდა.

ჟურნალისტებისთვის გადმოგზავნილ ფაილებს შორის არის მომსმენი ადამიანების პირადი მიმოწერებიც – როდესაც ეს 9 ადამიანი, სასულიერო პირებს ან ჟურნალისტებს მოუსმენდნენ, რა რეაქციები ჰქონდათ და როგორ, რა იგეგმებოდა, ისმინებოდა. ხდებოდა არა მოსმენა, არამედ გადასმენა. რასაც ვერ ასწრებდნენ, ღამე რჩებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაწერილებს შიფრავდნენ და ამბობდნენ – სწრაფად, სწრაფად,ზევით ელოდებიანო. ეს დადოკუმენტირებულია. მათი ხელმძღვანელები ელოდებოდნენ და სასწრაფოდ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომელი მღვდელი სად მივიდა, ვის ელაპარაკა, რომელ მონაზონთან რა შეტყობინება გააგზავანა, ან ბანკიდან რომელ მღვდელთან რა შეტყობინება გაიგზავნა. ეს არის საქართველოს ისტორიაში უკანონო მოსმენების ყველაზე მასშტაბური უკანონო აქტი, რაც არ შეიძლება იყოს დაუსჯელი. პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ყველა, ხელმძღვანელი პირებიდან დაწყებული. ეს არის სისტემური დანაშაული. ამას უსმენდა მთელი ბრიგადა, კითხულობდა მთელი სახელმწიფო ელიტა და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ სუს-ში არ ილექებოდა, გადარჩეული სახით ეგზავნებოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებს“, – განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

კომენტარები

ნოდარ მელაძე პროკურატურა საბჭოთა პროკურატურა 2021-09-15
ნინო ჩხეიძე
Tags ნოდარ მელაძე პროკურატურა საბჭოთა პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Strategies For Essay Writing

შემდეგი სტატია

დავით მაღრაძე: … კიდევ ბევრჯერ მინდა გავიმეორო – ერთ წუთში შეიძლება ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ

მსგავსი სტატიები

იუსტიციის სახლთან გამართული აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

იუსტიციის სახლთან გამართული აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

15 ნოე 2017

სასამართლომ ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

02 ოქტ 2017

სოფელ დუისში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

26 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge