NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ილია ქელეხსაშვილი: ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

ილია ქელეხსაშვილი: ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

15 სექ 2021 სამართალი 745 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი, რომელიც არხის ინფორმაციით, ქარელში “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს, ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პირველადი დათვალიერებით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმა და მარცხენა იდაყვის არეში ეკსკორაცია. ამჟამად უტარდება კვლევები – ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, ზუსტი პასუხი გვექნება კვლევების დასრულების შემდგომ, თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი დათვალიერებით არ იკვეთება მოტეხილობა, დაჟეჟილობის სურათია“, – განაცხადა ჩიბირაშვილმა.

,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი კიბიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

კომენტარები

TOP ილია ქელეხსაშვილი 2021-09-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ილია ქელეხსაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მღერის ანუკა გვალია (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: 2 ოქტომბრის არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი! (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

პოლიციელი, რომელიც პატრულის მანქანით  ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

პოლიციელი, რომელიც პატრულის მანქანით ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

ნინო ჩხეიძე 31 აგვ 2020
დავესწრები კენჭისყრას, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ პოლიტიკური დევნის გაგრძელებას

დავესწრები კენჭისყრას, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ პოლიტიკური დევნის გაგრძელებას

ირაკლი შალიკაშვილი 15 თებ 2022

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღო

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge