NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

15 სექ 2021 ბიზნესი 407 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე მე-2 ტურში გასული გუნდების ვინაობაცნობილია. გამარჯვებისთვის სულ 29 სტარტაპერი იბრძოლებს, ესენია: Exponent
Group, WEBHR, Wowchy, PaySlip, კეპლერი, Bubbler, Brokerapp, UPWAY, თრაისი, UniSoft, iPolitician, Allmakery – ოლმეიქერი, Theneo, Instock – ციფრული საწყობი,
Crosscreators, სქუადრო, Fudo Team, DeliverOn, CORVIS, Doggo App Team Strange Elo, კოლექტივი, Intera AI, Huppy, მედუ, Areal, Galaxy Taxi, GEPARTS, EduPay.
მე-2 ტური 22-24 სექტემბერს გაიმართება. გუნდებმა ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ თავიანთი იდეა: სადემონსტრაციო
მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა. შუალედური ტურის შემდეგ გუნდებს ექნებათ დრო პროტოტიპზე მუშაობის
გასაგრძელებლად. ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ
მენტორებთან გაივლიან. ფინალურ ღონისძიებაზე ისინი საჯაროდ წარადგენენ თავიანთი იდეის მუშა პროტოტიპებს. 3 გამარჯვებულს დამოუკიდებელი ჟიური
გამოავლენს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის
კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი – 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის
დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას
მოხმარდება.
ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს. თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში
ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება.
კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

კომენტარები

თიბისი 2021-09-15
თამუნა
Tags თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო

შემდეგი სტატია

Strategies For Essay Writing

მსგავსი სტატიები

გაიცანით გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტები აქ. ახლა

გაიცანით გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტები აქ. ახლა

თამუნა 01 ივნ 2021
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

20 დეკ 2018
ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO  ლაუნჯში განთავსდა

ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

თამუნა 15 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge