NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავს ვალდებულად ვთვლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო უკანონობას

თავს ვალდებულად ვთვლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო უკანონობას

15 სექ 2021 ახალი ამბები 406 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციის ნაწილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, გავრცელებული ფაილების გამო რამდნიმე პარტია სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს.

“თავს ვალდებულად ვთვლი, განსაკუთრებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით, ვებრძოლო უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებას და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების, რწმენის წართმევას,”- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, იმისთვის, რომ საკითხთან დაკავშირებით სამართალი აღსრულდეს, პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია.

“ტოტალური კონტროლის განხორციელების ეს სქემა იმსახურებს საპარლამენტო კომისიასაც და ყველა საპარლამენტო მექანიზმის ჩართვას. კომისიაც შეიქმნება, აუდიტიც ჩატარდება, სისტემის მხილებაც მოხდება და პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი გუნდი კი, ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს და ოპოზიციის ხელწერაზე საუბრობს. “ქართული ოცნება” ინიაციატივას საგამოძიებო კომისიის შექნის შესახებ არალეგიტიმურად მიიჩნევს.

“არ შეიძლება საპარლამენტო ინსტრუმენტი, ისეთი, როგორიცაა დროებითი საგამოძიებო კომისია, გაიგივებულ იქნეს, როგორც ალტერნატივა პროკურატურის სტანდარტული გამოძიებისა. მას შემდეგ, რაც პროკურატურის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ლოგიკას მოკლებულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სხვა ინსტრუმენტებით გავიგოთ მეტი ამ მიმდინარე გამოძიების შესახებ, გვქონდეს სრული ინფორმაცია და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. სხვათა შორის, მოვლენებს გაასწრეს ოპოზიციონერებმა და მკვახე, მოუმზადებელი და უმი დასკვნები შესთავაზეს საზოგადოებას. რეალურად, მათ არ სურთ ჭეშმარიტება დადგინდეს, მათ სურთ ეს საკითხი, თუნდაც ამ მცდარი არგუმენტებით, მუდმივად ატრიალონ დღის წესრიგში,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

2021-09-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარინა კალიურანდი: მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდე

შემდეგი სტატია

მინიმუმ, სუსის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა

მსგავსი სტატიები

სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

18 დეკ 2017

ლეილა მუსტაფაევა: ევროკავშირს ვაცნობებ, რომ საქართველოში საქმის გამოძიება არ მოხდა

19 სექ 2017

ექიმი: სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

26 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge