NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ მაინც გაბედავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას …

ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ მაინც გაბედავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას …

14 სექ 2021 პოლიტიკა 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ ფარულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ „ფონის შემზადებაა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს.

„ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის „ნაცმოძრაობიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება არის ბუნებრივი. ამ ბოლშევიკურ ქმედებებს და ამ გარყვნილ ქმედებებს, რა თქმა უნდა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ მოგეხსენებათ, ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ორმა წარმომადგენელმა პარტიული ტელევიზიების, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ, გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ და მთლიანად არიან საქმის კურსი იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს.

ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ვიხილეთ გვარამიასა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მაინც გავრცელდება, „ამ შემთხვევაში, გაეცემათ საკადრისი პასუხი“.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის მძიმე ვითარება. მათ არ აქვს დადებითი საარჩევნო პროგნოზები, მოლოდინები და ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან , რომ ამ ადამიანისთვისაც კი იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რაც მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება, მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია და აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში გაეცემათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2021-09-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნუგზარ წიკლაური: ამ კადრების გავრცელება, თუ ვინმეს ინტერესებშია, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ავის მოსურნეა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი და დემნა გვასალია Met Gala-ს ღონისძიებაზე (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

საყვარელიძე: ვფიქრობ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს

26 ნოე 2018
საქმე გვაქვს პროკურატურის უნიჭო მცდელობასთან, შენიღბოს ივანიშვილის თავდასხმა TBC-ზე“, ანაკლიის პორტზე

საქმე გვაქვს პროკურატურის უნიჭო მცდელობასთან, შენიღბოს ივანიშვილის თავდასხმა TBC-ზე“, ანაკლიის პორტზე

News 01 მარ 2019

ირაკლი კობახიძე: მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან”

27 სექ 2018

უახლესი ამბები

  • 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

    14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს, მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ნასწავლი არაა, რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში, საკმარისია

  • ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

    ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას

  • მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

    მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

  • კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

    კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

  • რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

    რუსი დეპუტატი გერმანელებს დახოცვით ემუქრება (ვიდეო)

  • პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

    პ[რეზიდენტი: იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანნი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში

  • ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

    ლატვიის სახელმწიფო პოლიცია რუსეთის გენერალურ საკონსულოებს აღარ დაიცავს

  • მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

    მაკა ჩიჩუა: რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?!

  • ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

    ესტონეთის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა

  • დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

    დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge