NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – თეგეტას დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

10 სექ 2021 საინტერესო 333 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება – ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.

ბექა ლეკვეიშვილი ქუთაისიდან არის. უყვარს თავისი ქალაქი და არც ოჯახიდან მოშორებით ყოფნას ისურვებდა. თეგეტას  სასწავლო კურსი თბილისში გაიარა, მაგრამ ერჩივნა სამუშაო მშობლიურ ქალაქში გამოჩენილიყო.

,,ერთ რამეში გამიმართლა, რომ თეგეტაში მოვხვდი, მერე უკვე მეც ვიშრომე და ვფიქრობ ჩემი მონდომება გახდა, წარმატების მიზეზი“. იყო სირთულეებიც, განსაკუთრებით, კლიენტებთან ურთიერთობაში, როდესაც კითხვების ნაკადს, გგონია, რომ ვერ გაუმკლავდები, არადა დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს და  მომხმარებელიც საათზე იყურება. აქ სცენარს გამოცდილი თანამშრომლებიუერთდებიან, რომლებიც, როგორც ბექა ამბობს, დასახმარებლად სულ მზად არიან.

,,თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერმსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოშიერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიისგუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმკონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტასაქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ჩვენიკომპანია მზად არის, ხელი შეუწყოსდაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაშიდა ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინდაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიანდიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლასკომპანიაში, – ნათიკა ბერძული, თეგეტამოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციებისხელმძღვანელი.

თორნიკე ზირაქიძე ავტომობილების განსაკუთრებულმა ინტერესმა თეგეტამდე მიიყვანა. სტაჟირებაზე მყოფმა აკადემიაში მოკლე კურსი გაიარა და მალევე კონსულტანტად დაინიშნა.

„უკვე ოთხი წელია, თეგეტას თანამშრომელი ვარ. აქ მოხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი საქმიანობა ის არის, რაც ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს სიამოვნებით აკეთებ და ამაში ხელფასს იღებ. ახლა „თრაქ ენდ ბასში“ გაყიდვების კონსულტანტი ვარ, არაერთი მიმართულება მეხება. ჩემი მიზანი კარიერული წინსვლაა, ამაში თეგეტა ხელს ყოველთვის გვიწყობს.“

თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.

,,თუ გსურთ თქვენი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წრამატებულ კომპანიას დაუკავშიროთ, მაშინ ეს შემოთავაზებათქვენთვის არის. ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მცხოვრებლებს ველოდებით ბათუმის თეგეტა აკადემიაში. მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ მიიღონ პროფესიული განათლება, გაიარონ სტაჟირება და დაიწყონ კარიერა თეგეტაში”, – ამბობს ადამიანურირესურსების მართვის დეპარტამენტისხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი

აქვს თუ არა წარმატებას ფორმულა,  ჩვენი ვკითხეთ ჩვენი სტატიის გმირებს, ბექას და თორნიკეს – აღმოჩნდა რომ არც კარიერის დასაწყისში სტარტის ხაზთან ხვდები შემთხვევით და ფინიშამდე მისასვლელ გზასაც თავად ირჩევ. მთავარია ხელისგულზე მოქცეული შანსი არ გაუშვა ხელიდან.

თეგეტა მოტორსის კამპანია ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან.

სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია. სწავლის დასრულებისშემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან„თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა დასერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორისმენეჯერისა და პერსონალური მენეჯერისპოზიციებზე.

კომენტარები

TOP 2021-09-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დადგა დრო, ხმამაღლა განაცხადოს პრემიერმაც და “ოცნების” ხელმძღვანელობამ, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის და ოპოზიციაში გადანაცვლების დროა

შემდეგი სტატია

Is it Important to Get Term Papers?

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს

კახა კალაძე: მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს

ნინო ჩხეიძე 23 აგვ 2020
მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს

მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს

ირაკლი შალიკაშვილი 15 მაი 2020

გერმანიაში მასიური ბეტონის ხიდის დემონტაჟი მოხდა.

28 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge