NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ

განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ

09 სექ 2021 საინტერესო 292 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლისა და ბოლო პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის  შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო  კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.  

„უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. ამის მაგალითია დღეს მომხდარი ფაქტი ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჟურნალისტების თანხლებით შეიჭრა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და ემუქრებოდა მას, მისი მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას და ბრალდებებს თავმჯდომარის მოადგილის მიმართაც.

კიდევ ერთხელ გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია „ნიშნავს“ პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ  პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თუ აქვთ რომელიმე საარჩევნო მოხელის მიკერძოებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ კანონით განსაზღვრული წესით  და ნუ გაავრცელებენ მედია საშუალებებით არასწორ ინფორმაციას, როგორც აღვნიშნეთ, მიუღებელია მათზე ზეწოლა და მუქარაც. რამაც მოქალაქეები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ასევე გამოიწვიოს მათში უნდობლობის განცდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და თავისუფლად მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სახელის გამოყენებით შექმნილ ინტერნეტგვერდებზე განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის  სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

უკვე მეორე დღეა, რაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი cesko.cf, რომელიც განთავსებული მასალების მიხედვით ფაქტობრივად არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ანალოგი. აღნიშნული გვერდი იყენებს არამხოლოდ ცესკოს ლოგოს, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს. ვებგვერდზე ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ აღნიშნული გამოკითხვა ასახავს არჩევნების რეალურ შედეგებს,რაც ცალსახად არის ტყუილი და ემსახურება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიმართა სოციალური ქსელის „ფეისბუქი“ ადმინისტრაციას აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ გვერდის  წაშლა.

ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე გვერდი, რომლის ტირაჟირებაც ხორციელდება პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მიერ და სადაც განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. სავარაუდოა,  რომ აღნიშნული გვერდების შექმნის მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს. ასეთი ტიპის გვერდად მოიაზრება მაგალითად cec.org.ge.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვებგვერდის cec.org.ge მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც საუბარია ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმების შესახებ,გაჟღერებულია არასწორი მოწოდება იმის შესახებ,თუ როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი სიაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს,დაინტერესდნენ ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებით, რომლებიც ამომრჩევლის დეზორიენტაციას იწვევს.

ამომრჩევლებს კი მივმართავთ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისას ყურადღებით დააკვირდნენ ინფორმაციის გავრცელების წყაროს.

არჩევნებს ატარებს და საზოგადოებას ამ არჩევნების უტყუარ შედეგებს აწვდის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ზემოაღნიშნულის მსგავსი აქტივობები არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და დეზორიენტაციის მცდელობა.

შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება“, – განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #138, თბილისი 0131, საქართველო;

ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51– 133

კომენტარები

TOP 2021-09-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

შემდეგი სტატია

ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

მსგავსი სტატიები

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

ირაკლი შალიკაშვილი 27 დეკ 2019

How to Create In search of Arrangement Profiles That Entice Sugar Daddies

ნაგულისხმევად საიტისათვის 05 აგვ 2021
დრონით გადაღებული თოვლში ჩამალული რომი

დრონით გადაღებული თოვლში ჩამალული რომი

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge