NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრემიერი: ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა

პრემიერი: ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა

04 სექ 2021 პოლიტიკა 443 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა,- ასე აფასებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.

„თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. ერთს ვეტყვი, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი. ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. მეორე, გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე, რაღაც თქვა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის, გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებიან პოლიციას. მეორე ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ, გაუგებარი სპეცოპერატია ჩაატარა კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც ნარკომანებს ეძახდა და ასე შემდეგ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპარაციას ვგულიხმობ, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა 3 საათის განმავლობაში, მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტების დანგრევა“, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

TOP გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი 2021-09-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა უჯმაჯურიძე: …რადგან ინფორმაციის სწორად მიწოდება დიდი ხელოვნებაა

შემდეგი სტატია

პრემიერი – სააკაშვილის პარტნიორს მამუკა ხაზარაძეს მივმართავ …

მსგავსი სტატიები

ამ ადამიანს უნდა რომ გავჩუმდე და თვითონ შეინარჩუნოს სკამი, თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა

ამ ადამიანს უნდა რომ გავჩუმდე და თვითონ შეინარჩუნოს სკამი, თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა

08 თებ 2019

სიტყვიერი დაპირისპირება ფალიაშვილის ქუჩაზე საარჩევნო უბანთან

21 ოქტ 2017
მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია – ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს

მე უბრალოდ თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია – ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ძნელბედობის ჟამს

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge