“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, ოფიციალურადაც შეერთებოდა ამ დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კარგია, რომ არსებობს დიდი კონსენსუსი შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ნაწილის – ვადამდელი არჩევნების მიღწევის 43%-იანი ფორმულის თაობაზე.
“ლელომ” შარლ მიშელის შეთანხმებით ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გეგმას მოაწერა ხელი.სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ მოხერხდა ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის გაერთიანება ამ შეთანხმებაში. კარგია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა დაძლეულია და არსებობს დიდი კონსენსუსი შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ნაწილის – ვადამდელი არჩევნების მიღწევის 43%-იანი ფორმულის თაობაზე.
“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, ოფიციალურადაც შეერთებოდა ამ დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში.
ამ ფონზე, “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას, ეს მაინც არ გამოუვა.
მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ევროპული არჩევანის დამაზიანებელი ქმედებები. მათი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა ერთპიროვნული ძალაუფლების დათმობაა”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
კომენტარები