NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში

მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში

02 სექ 2021 საინტერესო 200 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და
ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
"მწვანე ინიციატივა" – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თიბისი ლიზინგი საიმედო
პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy პროგრამის
მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც, თიბისი ლიზინგმა შექმნა
სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების
მხარდასაჭერად, რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს
საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მზის პანელების ინსტალაციასა და
პროექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები.
აღნიშნული პარტნიორობა გარდა გარემოსდაცვითი საქმიანობისა, ხელს შეუწყობს
კერძო სექტორის ბიზნესსაქმიანობას. მნიშვნელოვნად შეუმცირებს მათ
ელექტროენერგიის გადასახადს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

ინფორმაცია ვრცლად:
საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს,
კერძოდ, მზის ენერგიასთან მიმართებაში, თუმცა ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ
გამოუყენებელია. ამ ტექნოლოგიის კლიენტებისათვის მასშტაბურად მიწოდება ისეთ
კომერციულ პროდუქტებს მოითხოვს, როგორებიცაა სპეციალური სესხები თუ
ლიზინგის პროდუქტები მზის პანელების სისტემის დასაფინანსებლად, რაც ამ
ეტაპზე იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე.
ამ დეფიციტის შესავსებად, Green For Growth Fund – მა განახორციელა
„მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა“, რომელიც ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებს
ეკონომიკურად შესრულებადი მცირემასშტაბიანი მწვანე ტექნოლოგიების
იდენტიფიცირებაში ეხმარება. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ ბაზარზე
დამკვიდრებისთვის – მაგალითად, ფოტოვოლტური სისტემების მიმართულებით
საოჯახო მეურნეობებისა და მცირე ბიზნესებისათვის. ინიციატივა მოიცავს ისეთ
აქტივობებს, როგორებიცაა სპეციალური სასესხო პროდუქტების შექმნა,
პარტნიორობის გაფორმება ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან, ან საბოლოო
მსესხებლების ცნობიერებისამაღლება მწვანე ტექნოლოგიების სარგებლიანობასთან
დაკავშირებით.

“საქართველოში მზის პანელების სისტემებში ინვესტიციების განხორციელების ერთ-
ერთი დამაბრკოლებელი გამოწვევა ტექნოლოგიის მაღალი საწყისი საინვესტიციო

Page 2 of 4
ხარჯია. ჩვენი „მწვანე ინიციატივა მცირემასშტაბიანი პროექტებისთვის“ დახმარებით,
ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით ტექნოლოგიის მიმზიდველობას Green For Growth
Fund-ის პარტნიორი ორგანიზაციების საბოლოო მსესხებლებისთვის მათზე
მორგებული დაფინანსების და ამგვარი სისტემის გრძელვადიანი სარგებლების
შესახებ თვითშეგნების ზრდის შედეგად”, – განმარტავს ლაკლან ქემერონი, Green For
Growth Fund-ის საკონსულტაციო კომპანიის, Finance in Motion-ის ენერგო და
რესურსების ეფექტიანობის ფინანსური გუნდის მენეჯერი.

თიბისი ლიზინგის მწვანე პოლიტიკა სრულ თანხვედრაში მოდის ინიციატივის
ღირებულებებთან, სწორედ ამიტომ, კომპანიისა და Green For Growth Fund-ის სანდო
პარტნიორობა წლებს ითვლის. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში თიბისი
ლიზინგი მზადაა არ დაიშუროს ძალისხმევა, ჩაერთოს მზის პანელების
მიმართულებით არსებული პოტენციალის გაფართოებასა და სრულ ათვისებაში.
„მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ შეთავაზებული მხარდაჭერით, თიბისი
ლიზინგს ექნება შესაძლებლობა, მზის პანელების სისტემების მომწოდებლებთან
მჭიდრო თანამშრომლობით, შექმნას სპეციალური სალიზინგო პროდუქტი და ხელი
შეუწყოს აღნიშნული ბაზრის განვითარებას საქართველოში.

“საქართველოს აქვს კარგად განვითარებული ელექტროგადამცემი ქსელის
ინფრასტრუქტურა. აქ ასევე მოქმედებს რეგულაციები ნეტო აღრიცხვის სქემებთან
დაკავშირებით, რაც ფოტოვოლტური პროექტების საკუთარი მოხმარებისთვის
ინსტალაციის და ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გამანაწილებელი
კომპანიისათვის მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ
ელექტროენერგიის არსებული ფასების მატების პარალელურად გაიზრდება მცირე
ბიზნესებისა და ოჯახური მეურნეობების ინვესტიციები შენობების სახურავებზე
დასამონტაჟებელ ფოტოვოლტურ სისტემებში“, – აღნიშნავს კამერონი.

ეს პარტნიორობა Green For Growth Fund-ის მიერ საქართველოს მხრიდან განახლებად
ენერგო რესურსებზე გადასვლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის
მხარდასაჭერად ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ ერთი მაგალითია. კლიმატური
ცვლილებების საპასუხოდ და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად,
მწვანე ზრდის ფონდი მომავალშიც აპირებს ითანამშრომლოს თიბისი ლიზინგთან,
დადოს ხელშესახები და პოზიტიური შედეგები და რეგიონში იყოს სამაგალითო
მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი:

Page 3 of 4
ლიზინგი თავისი არსით უკვე გულისხმობს „მწვანე ინიციატივას“ და მსოფლიო
პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის. სწორედ
ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Green For Growth Fund-თან
მრავალწლიანი, საიმედო პარტნიორობა და ამ პარტნიორობის ფარგლებში
განხორციელებული წარმატებული პროექტები.

საქართველოს შესანიშნავი კლიმატური პირობები და წელიწადში 1350-2520 სთ. მზის
ნათების ხანგრძლივობა ქმნის განახლებადი ენერგიის მიღების დიდ პოტენციალს,
რომლის ასათვისებლადაც ფიზიკურ პირებსა და კერძო ბიზნესებს მზის პანელების
სისტემაზე წვდომა ესაჭიროებათ. გამომდინარე მაღალი ღირებულებიდან,
„მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში შეთავაზებული მხარდაჭერით,
თიბისი ლიზინგი შექმნის განსხვავებული პროდუქტს ქართულ ბაზარზე და სრულად
ორიენტირდება განახლებადი ენერგიის მიღების ხელშეწყობაზე. მზის პანელების
სისტემის დანერგვით ვზრუნავთ გარემოზე, ამავდროულად გადაწყვეტილება
ენერგოეფექტურია, რაც გულისხმობთ ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას, რაც
ათავისუფლებს რესურსს ბიზნესსაქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგის საიმედო
პარტნიორია მზის პანელების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა საქართველოში,
„აიონრაიზ“. საწარმოო დანადგარების იჯარის გაფორმებით, ქარხანამ მზის პანელების
წლიური წარმადობა 500 მეგავატამდე გაზარდა. ძალიან საამაყოა, რომ ამერიკა და
კონტინენტალური ევროპის ქვეყნები საქართველოში დამზადებული პანელებით
მარაგდება. ვთვლით, რომ აღნიშნული პოტენციალის სრულად ათვისების
ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თიბისი ლიზინგი აქტიურად
თანამშორმლობს მზის პანელების ადგილობრივ მწარმოებელთან და ახორციელებს
ათობით მწვანე პროექტს.

EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას
ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე
ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის,
ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის –
ენერგოეფექტურობასა და ამ ქვეყნებში განახლებადი
ენერგიის წყაროების გამოყენებას. აღნიშნული ხორციელდება ისეთი პროექტებისა და
პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკული ბაზრების
რეფორმირებას და ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გახდის ენერგომომარაგებას უფრო საიმედოს,
გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული

Page 4 of 4
სიღარიბისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას როგორც
მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისათვის.

კომენტარები

2021-09-02
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ

შემდეგი სტატია

თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ირაკლი შალიკაშვილი 24 ნოე 2020

The Lowdown On A Ukrainian Woman Looking For Relationship

ნაგულისხმევად საიტისათვის 17 ოქტ 2020
სანაპიროთა შთამბეჭდავი სიმეტრია

სანაპიროთა შთამბეჭდავი სიმეტრია

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge