NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»არ ვამბობთ, რომ ვართ უშეცდომონი – არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია

არ ვამბობთ, რომ ვართ უშეცდომონი – არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია

02 სექ 2021 საინტერესო 326 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რომელი ადამიანი ან რომელი მმართველი გინახავთ უშეცდომო? ყველას მოგვდის შეცდომა, მეც, ყველას აბსოლუტურად. დაწყებული რიგითი სპეციალისტით და დამთავრებული პრემიერის ჩათვლით, თუ პირიქით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი, რომ ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათ შეცდომების აღიარების არ ერიდებათ.

“სწორედ თქვენი დახმარებით, გვერდში დგომით ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ისტორიულ არჩევნებში და მას შემდეგ 7 არჩევნებში ღირსეულად ვიმარჯვებთ. ასევე, მე-8 არჩევნებშიც, ახლა, აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ ხალხი ხედავს – „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურეები და უშეცდომონი. რომელი ადამიანი ან რომელი მმართველი გინახავთ უშეცდომო? ყველას მოგვდის შეცდომა, მეც, ყველას აბსოლუტურად, დაწყებული რიგითი სპეციალისტით და დამთავრებული პრემიერის ჩათვლით, თუ პირიქით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი, რომ ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც და წინსვლის გაგრძელება. ჩვენ არ გვერიდება, არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, ოპონენტების მხრიდან მხოლოდ შუღლი და ძალადობა ისმის.

„მოდი ვთქვათ, ვინ არის დღეს ოპოზიცია – სამწუხაროდ, ისევ არის ერთადერთი დესტრუქციული, რადიკალური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ გვარებს, თუ ვინ სთავაზობს მოსახლეობას მეორე არჩევანს, პირდაპირ ვთქვათ, რას სთავაზობენ ჩვენი ოპონენტები ჩვენს მოსახლეობას. ვინმეს უნახავს მათი მხრიდან რამე გამოსავლის გზები შემოთავაზებული, ან კონკრეტული ხედვა, გეგმა, პროგრამა?! ნული, არავითარი. მათი მხრიდან რვა წლის განმავლობაში ისმის მხოლოდ, ძალადობა, ზიზღი, შუღლი, ერთმანეთის დაპირისპირება და მთელი ეს პროპაგანდა, ცილისწამება, რომელიც უწყვეტად მოედინება მათი ბაგეებიდან და მათი ტელევიზიებიდან“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

კომენტარები

TOP 2021-09-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს მოქალაქეებო, ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით, ჩვენს სახლში ცოცხი უნდა ავიღოთ და დავალაგოთ, სხვა ამის გამკეთებელი არავინ არ არის

შემდეგი სტატია

დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ

მსგავსი სტატიები

Victoria’s Secret 8 ნოემბერს ნიუ-იორკში გრანდიოზულ შოუს გამართავს (ფოტოები)

Victoria’s Secret 8 ნოემბერს ნიუ-იორკში გრანდიოზულ შოუს გამართავს (ფოტოები)

04 ნოე 2018

The Usage of a Free Photo Editor on the Web

ნაგულისხმევად საიტისათვის 22 დეკ 2020

Writing-Term Papers – Writing a Research Paper With Reliable Resources

ნაგულისხმევად საიტისათვის 06 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge