NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან დაიწყო!

Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან დაიწყო!

01 სექ 2021 საინტერესო 438 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z
Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან უკვე დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით
გაგრძელდება; წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა
ქსელში, მათი ვებ-გვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით არის შესაძლებელი;
წინასწარი შეკვეთის გაფორმებისას, თქვენ მიიღებთ საჩუქრებს სამსუნგისაგან: წინასწარი
შეძენისას, ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი ეკრანის გარანტია და
უახლესი, უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2; Galaxy Z Fold3-ის შეძენისას კი, ამ
საჩუქრებთან ერთად, დამატებით მიიღებთ S-Pen Cover-ს თავისი კალმიანად – იმისათვის
რომ შეძლოთ, სრულყოფილად გამოიყენოთ თქვენი მრავალფუნქციონალური სმარტფონი;
გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy Z სერიების წინასწარი შეკვეთისას, თქვენ
საშუალება გექნებათ ჩაერთოთ Trade-In აქციაში – ანუ, მიიტანოთ თქვენი ძველი
სმარტფონი, შეაფასებინოთ და მიიღოთ დამატებით ფასდაკლება ახალ, კეცვად
სმარტფონებზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე);
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს – Samsung Electronics Co., Ltd.-მ ახალი ნაბიჯი
გადადგა დასაკეცი ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და
Galaxy Z Flip3 5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და
ფლაგმანური ინოვაციებით შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა
"სამსუნგის" ერთგული მომხმარებელი. Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში
გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ითხოვდნენ "სამსუნგის" დასაკეცი
სმარტფონების მომხმარებლები – ისინი გახდნენ უფრო გამძლე და გაუმჯობესებული
კეცვადი გამოცდილებით, შესანიშნავი დიზაინიდან ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3
და Z Fold3 მომხმარებლებს მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ
შესაძლებლობებს სთავაზობს.
Galaxy Z Fold3 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა
პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი ჭეშმარიტად
მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით, 7,6’’-იანი
უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით Infinity Flex Display და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში
პირველი S Pen მხარდაჭერით. Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი დიზაინი,
ვიდრე მის წინამორბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია
შემდეგ ფერებში: შავი, მწვანე და ვერცხლისფერი.
Galaxy Z Flip3 კი სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური
ბალანსია. იგი მომხმარებლებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს ფერების შესანიშნავი
არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების საშუალებით. ახალი
დიზაინის გარე ეკრანი ახლა ოთხჯერ უფრო დიდია, რაც კიდევ უფრო აადვილებს
შეტყობინებების ნახვას და ამისთვის არ გჭირდებათ გახსნათ Z Flip3. მომხმარებლებს
ახალი, გარე ეკრანის ვიჯეტების მეშვეობით შეუძლიათ: მიჰყვნენ საკუთარ განრიგს,

შეამოწმონ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამონ გარე
ეკრანის ფონი მათი მოწყობილობის ფერს, გადაიღონ ფოტოები და თვალი ადევნონ
ამინდის პროგნოზს. წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია გააკეთოთ ოთხი ტრენდული
ფერიდან – კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი;
Galaxy Z მოწყობილობების ეს თაობა დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობით. Z
Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ IPX8
წყალგამძლეობის სტანდარტი. ასე რომ, მომხმარებლები მშვიდად იქნებიან წვიმაშიც კი.
ორივე მოწყობილობის დამზადებისას გამოყენებულია უახლესი Armor Aluminum მასალა,
რომელიც ყველაზე მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ
სმარტფონებისთვის. ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს
სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა და დაზიანებისგან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს
ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც
მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო. სმარტფნები აღჭურვილია
უახლესი, მძლავრი 5nm AP პროცესორით და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს
საუკეთესო გამოცდილებას.

 

კომენტარები

TOP 2021-09-01
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის თქმით, მაკროფინანსურ ტრანშზე უარი ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნის – მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ სესხის აღება გაუმართლებელია

შემდეგი სტატია

ფაქტია, რომ ნაბიჯები რაც “ქართულმა ოცნებამ” გადადგა, ევროკავშირს დაგვაშორებს – ძალიან საშიში ნაბიჯებია

მსგავსი სტატიები

Quantum insulators make multilane highways for electrons

17 იან 2021
მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად

მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2020
არ გამოგივათ! ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე

არ გამოგივათ! ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე

ირაკლი შალიკაშვილი 27 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge