31 აგვისტოს 66 წლის ასაკში პოეტი და პროზაიკოსი, ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა. ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ნობათში“, 1983 წელს დაიბეჭდა, ხოლო პროზაული დებიუტი კი შედგა მოთხრობით „დუბლინელები“, 1986 წელს. ზურაბ სამადაშვილი 2010-2012 წლებში იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი. მისი პიესებია: “კარს იქით” (1990), “წრე” (1992); “ობლები” (გაქართულებული ვარიანტი მარტინ მაკდონაჰის პიესისა The Lonesome West), ილუსტრატორი ალექსანდრე სლოვინსკი, ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”, N6 (110)- N7(111, თბილისი, 2010. – ISSN: 1987-7730; თეატრი: “კარს იქით” (სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990), “წრე” (სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992), “ხმაურიანი დღეები” (გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, 2016), “ობლები” (სოხუმის თეატრი, რეჟისორი გიორგი ქანთარია, 2017); რადიოთეატრი: “ხმაურიანი დღეები” (რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე, 2002).
კომენტარები