NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში”

“ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში”

30 აგვ 2021 პოლიტიკა 428 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ნიკანორ მელიას გულისთვის რომ გადადგები კაცი, მეტი მტკიცებულება რა გინდა?! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვას იმის თაობაზე, შეძლო თუ არა გასული თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ ერთი მტკიცებულების მოპოვება მაინც, რითაც საზოგადოება მის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უტყუარობას დაიჯერებდა.

როგორც კობახიძემ გადაცემაში აღნიშნა, გიორგი გახარია „არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი“.

„ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს და ამაზე დიდი ღალატი საკუთარი გუნდისა და ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია დღეს საინტერესო ფიგურა აღარ არის, რადგან, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აქტუალურობა დაკარგა.

„თავის დროზე ბევრად მეტს ვსაუბრობდით, მაგრამ აღარ არის საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე ამ ადამიანთან და მის პარტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ სიმართლემ განაპირობა ის, რომ მას რეიტინგი რადიკალურად შეუმცირდა. დღეს ის ვერ ახერხებს იმდენი ხმის წართმევას, რასაც იმ შემთხვევაში მოახერხებდა, ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე რომ არ გვეთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქტუალობა დაკარგა მისმა ფაქტორმა. ამის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ. შემდეგი ერთი თვის განმავლობაშიც მასზეც იქნება საჭირო საუბარი, ბუნებრივია. ჩვენთვის ძვირფასია, თუნდაც ის 10 ათასი ხმაც, ის ათასობით ხმაც, რომელსაც ახლაც გვართმევს. მისი ხმების დაახლოებით ნახევარი არის ჩვენგან წაღებული ხმები, რაც აქვს 4-5%, – ნახევარი არის ჩვენი, ნახევარი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, თუმცა, ის 2-3%-ც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს 2-3%-ც უკან დავიბრუნოთ. ამიტომ, მეტი სიმართლის თქმის გაგრძელებაა საჭირო საზოგადოებისთვის და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ.

აქტუალობა დაკარგა არსებითად გახარიას ფაქტორმა. მას ჰქონდა ერთადერთი მისია, რომ რამენაირად დავეახლოებინეთ 43%-იან მაჩვენებელს, ეს მისიაც ამოწურა, ანუ საერთოდ დაკარგა აქტუალობა, ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში. ჩვენც შესაბამისად, იმდენს აღარ ვსაუბრობთ გახარიაზე, რეალურად აღარ არის აქტუალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP გიორგი გახარია ირაკლი კობახიძე 2021-08-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გახარია ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს

შემდეგი სტატია

“დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე”

მსგავსი სტატიები

„ყველა პედაგოგს, დირექტორსა და უფროსკლასელს აქვს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში“

05 ოქტ 2017
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში  27 დეკემბერს მოინახულებს

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს მოინახულებს

ნინო ჩხეიძე 26 დეკ 2021
მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას

ირაკლი შალიკაშვილი 28 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

  • კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

    კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

  • ვოლსკი: იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს – ეს აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე

    ვოლსკი: იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს – ეს აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge