NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს

30 აგვ 2021 პოლიტიკა 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს შეფასებებს, თითქოს საზოგადოებასა და მედიაში ნაკლებად იმის გამო ჩანს, რომ „მისი პერსონალური ფაქტორი ელექტორატში პოპულარობით არ სარგებლობს“.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარტიაში ხშირად ატარებენ კვლევებს, რომლითაც მათივე ლიდერების მოწონების მაჩვენებლის გაზომვა ხდება, ასეთი კვლევებით კი მისი პერსონალური რეიტინგი პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მაღალი – 30 %-ია.

„მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის.

სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ თვეების განმავლობაში. იყო სპეკულაციები თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე. ეს სპეკულაციები მუდმივად ვრცელდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის. მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეულია“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განმარტა, რატომ არ აქტიურობს საჯაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

კობახიძე აღნიშნულის მიზეზად მის, როგორც შტაბის ხელმძღვანელის საქმიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ეს „ძალიან დიდ დროსთანაა დაკავშირებული“.

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში ასეთივე სახით იყო ჩართული 2020 წლის არჩევნებში და ამ საკითხზე „სპეკულაციები მაშინაც იყო“.

„2016 წელს ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, 2016 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ამ ფუნქციას აქვს თავისი სპეციფიკა და დატვირთვა. ვინც ერკვევა შტაბის მუშაობის სპეციფიკაში, ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან დიდი დროსთან. დიდი დრო სჭირდება თითოეული დეტალის მოწესრიგებას. ჩვენ 1500-მდე ადამიანი გვყავს გასაყვანი საკრებულოში – ჩვენი კანდიდატები პროპორციული და მაჟორიტარული სიიდან, შესაბამისად, 1500-მდე გამსვლელი კანდიდატი გვყავდა შესარჩევი ამ დროის განმავლობაში, რაც არის ძალიან შრომატევადი საქმე. ამას სჭირდება დაგეგმვა, ორგანიზება. მთლიანად კამპანიაა დასაგეგმი, როგორც „პიარის“, ასევე შტაბების ფორმირების ნაწილში.

შარშან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, იგივე სახით ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაშინაც ნაკლებად ვაქტიურობდი საჯაროდ, არ ვესწრებოდი არც ერთ წარდგენას. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ რაჭაში დავესწარი წარდგენას. მაშინაც მქონდა იგივე დატვირთვა დროის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მაშინაც იყო იგივე სპეკულაციები. სატელევიზიო სეზონი იყო დახურული და იყო პასიური რეჟიმი, სექტემბერში მექნება აქტიური პოლიტიკური ჩართულობის პერიოდი, მათ შორის მედიაში. რაც შეეხება წარდგენას და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, გამიჭირდება აქ უშუალოდ ჩართვა“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2021-08-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს

შემდეგი სტატია

“ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში”

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021
გადაწყვეტილება მიიღო რექტორმა – თსუ-ში ნინო გვენეტაძის პრორექტორად დანიშვნაში პოლიტიკურ კონიუქტურას ვერ ხედავენ

გადაწყვეტილება მიიღო რექტორმა – თსუ-ში ნინო გვენეტაძის პრორექტორად დანიშვნაში პოლიტიკურ კონიუქტურას ვერ ხედავენ

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019
„ჩვენი კანდიდატის დაყენებით, უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო“

„ჩვენი კანდიდატის დაყენებით, უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო“

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge