NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ იქნებია თუ “ლეიბორისტებში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს

გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ იქნებია თუ “ლეიბორისტებში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს

30 აგვ 2021 პოლიტიკა 256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ “ლეიბორისტულ პარტიაში”, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ შექმნის დაანონსებას, სადაც “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.

მაჭარაშვილის თქმით, ლიდერებს, რომლებიც ამ ახალ გაერთიანებას უერთდებიან, თავიანთი რიტორიკა და ქცევა არ შეუცვლიათ, ამდენად მოსალოდნელი არ არის, რომ მათთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოს.

„მესამე ძალა იქნები, პირველი თუ მეორე, ამას წყვეტს საქართველოს საზოგადოება და ამას ვნახავთ 2 ოქტომბერს ისევე, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე. ასე რომ, წინმსწრებად არ მგონია, რომ ნუმერაცია უნდა მიინიჭო შენ თვითონ, სანამ საზოგადოება გამოიტანს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ვაშაძეების გაერთიანებას, როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ლეიბორისტულ პარტიაში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს. მთავარი სამწუხაროდ, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები, მათ შორის, გიორგი ვაშაძეც ერთი ერთში ამთხვევენ თავის რიტორიკას და ქცევებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევებს და ფორმალურად ისინი რომელ პოლიტიკურ ძალაში ჩაირიცხებიან, არ მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ნამდვილი, ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც ჩაანაცვლებენ „ნაცმოძრაობას“, თუ “ნაცმოძრაობის” ლიდერები გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ამით ვერ მოატყუებენ ისინი საზოგადოებას, რომ ისინი არიან მესამე ძალა. რაც შეეხება მათ რესურსებს, 7- ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი აღარ აძლევს მათ მანდატს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

2021-08-30
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“დასეტყვილ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში 3 ათას ლარს მიიღებს”

შემდეგი სტატია

იაგო ხვიჩია: მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს

მსგავსი სტატიები

სოფო კილაძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია

სოფო კილაძე: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია

11 მაი 2018
მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია – ზარდიაშვილი ბესელიაზე

მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია – ზარდიაშვილი ბესელიაზე

07 მარ 2019
სამშენებლო ნორმების დარღვევა და სანქციები – ოპოზიცია კალაძის ინტერესებზე საუბრობს

სამშენებლო ნორმების დარღვევა და სანქციები – ოპოზიცია კალაძის ინტერესებზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge