NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი. ისევ იფრენენ…

ზურაბ გურული: ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი. ისევ იფრენენ…

29 აგვ 2021 საზოგადოება 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“როდესაც FDA-მ პფაიზერის ვაქცინას საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების დროებითი ლიცენზია მიანიჭა და როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მახსოვს რას ვგრძნობდი; დავწერე კიდეც აქ, ფეისბუქზე, ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი. პასუხისმგებლობა კოლოსალური იყო და წარმოდგენაც მიჭირდა მისი სიმძიმის გააზრებაზეც კი. მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები იყო.
საოპერაციოს აქვს ერთი ოქროს წესი, გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ წამები გაქვს ადამიანის გადასარჩენად, არ უნდა გაიყინო; უნდა იმოქმედო. თუ ეჭვებმა და ყოყმანმა გაგყინა, მაშინ პაციენტი მოკვდება. სწორედ ამ დროს ხდება პროფესიონალის ინსტიქტებამდე გამჯდარი, წვრთვნის შედეგად ავტომატიზმამდე დასული ალღოს ამუშავება და მოქმედება იწყება. შესაძლოა პირველი მანევრები მცდარი იყოს, მაგრამ მოქმედება ანგრევს შიშისგან აშენებულ ყინულის ბარიერს და მერე უკვე გათავისუფლებული გონების ტალღა ენერგიულად უპირისპირდება პრობლემას. ასეთი პრინციპით მუშაობს პროფესიონალის გონება კრიტიკულ სიტუაციაში.
იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა.
გავიდა 8 თვეზე მეტი და მილიარდობით დოზით გაკეთდა გადამრჩენელი ვაქცინა; ყველაზე სანდო და ნაცადი ხერხით, ემპირიულად დამტკიცდა მისი უსაფრთხოება და მის მიერ გამოწვეული გართულებების უიშვიათესობა. გაქარწყლდა ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკოსის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თეორია. მოქმედებამ, მოძრაობამ ისევ გაამართლა.
ასეა. პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული.
თვითმფრინავით ფრენა თუ გსურთ, მაშინ მასში ჩაჯდომის რისკები უნდა მიიღოთ!
წარმოიდგინეთ პროფესიონალი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკური რეისის მომლოდინე საზოგადოებას გრაფიკულად დასურათებულ ლექციას უკითხავს ცნობილი საავიაციო კატასტროფების შესახებ. წარმოიდგინეთ?
შეედავებით? მოუსმენთ? გმირად ჩათვლით?
ჭკვიან, პასუხისმგებლიან ადამიანად მიიჩნევთ? თვითმფრინავით მოგზაურობის მსურველთ უტვინო ცხვრებს დაუძახებთ? განსჯა თქვენთვის მომინდია.
ერთი-ორი ადამიანი ალბათ შეყოყმანდება, ჩემოდნებს გამოითხოვს და შვებულებას გააუქმებს, დანარჩენები კი გაფრინდებიან.
ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი.
ისევ იფრენენ…” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

კომენტარები

TOP ვაქცინა ზურაბ გურული 2021-08-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვაქცინა ზურაბ გურული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“წადით, თქვენი დედას დავეცი!.. – ბერის შეურაცხმყოფელი მიმართვა ჟურალისტს და მეუფე ნიკოლოზის შეფასება

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ქვეყანასა და ქალაქს სჭირდება საქმე, ოცნებების დრო წავიდა

მსგავსი სტატიები

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

30 იან 2018
ილია მე­ო­რე: ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი

ილია მე­ო­რე: ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი

ნინო ჩხეიძე 11 აგვ 2021

აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

24 სექ 2018

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge