NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ამირან გამყრელიძე: ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან

ამირან გამყრელიძე: ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან

27 აგვ 2021 ჯანმრთელობა 637 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექიმებში ანტივაქსერები არიან. ამირან გამყრელიძემ ექიმებს მოუწოდა, აცრის საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ უწევიან.

„ექიმები პანდემიის პერიოდში მაგალითი უნდა ვიყოთ ყველაფერში. ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%-ია აცრილი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოცვა ექიმებში არის, სულ მცირე ერთი დოზით მაინც. ექიმს, ექთანს, უმცროს სამედიცინო პერსონალს და სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციის თანამშრომელს თუ ვიგულისხმებთ, იქ საშუალოდ 46%-ია. დაახლოებით 10 დღის წინანდელ მონაცემებს ვამბობ, შესაძლოა, ახლა მეტია. ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო. ზოგიერთი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს და კიდევ ერთხელ მინდა მათ მივმართო და მოვუწოდო, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ როცა ქვეყანაში პანდემია და ეპიდემიაა, როცა იცი, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს, სამწუხაროდ, ვიცით, რომ 1000 ინფიცირებულიდან 10-15, ხანდახან 20 შეიძლება დაიღუპოს. ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პრევენციული აცრა. ამ დროს, როგორ შეიძლება ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ აიცრან. ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრან. ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველა ორსულს, მიბრძანდნენ და „ფაიზერით“ აიცრან. ვაქცინა საკმარისია, არავითარი გართულება არ იქნება. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, მეან-გინეკოლიგებს. რაც მეტი ორსული იქნება საქართველოში და მეტი ბავშვი გაჩნდება, კარგია. ამიტომ, ავცრათ ორსულები იმიტომ, რომ არ ინდობს ორსულ ქალებს ეს ვირუსი. ძალიან ძლიერი გართულებით მიდის მერე. ახლა კიდევ ახალი პროტოკოლები მუშავდება ორსულების მოვლასთან, პრევენციასთან დაკავშირებით, ვიცი, ექიმებში ძალიან ბევრი ანტივაქსერი არ არის, მაგრამ ვინც არიან, მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვთ, საწინააღმდეგო აგიტაციას მაინც ნუ უწევით. ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ იმიტომ, რომ დღეს ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამინმა უნდა მოუწოდოს თავისი ოჯახის წევრებს, წადით და აიცერით. ამაზეა ქვეყნის გადარჩენის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

TOP ამირან გამყრელიზე ანტივაქსერი 2021-08-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ამირან გამყრელიზე ანტივაქსერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უგულავა ღარიბაშვილზე: მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: 2 ოქტომბერს, გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ არ ვაპირებთ ამ ქვეყნის რუსული თალიბანისთვის უბრძოლველად დათმობას (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

“ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!”

“ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!”

ნინო ჩხეიძე 26 აპრ 2021
სოსო ნანობაშვილი: კმარა ყოველდღე უაზრო და ტანჯვით ათეულობით გარდაცვალება

სოსო ნანობაშვილი: კმარა ყოველდღე უაზრო და ტანჯვით ათეულობით გარდაცვალება

ნინო ჩხეიძე 02 დეკ 2021
რა პრობლემებს იწვევს უძილობა

რა პრობლემებს იწვევს უძილობა

ანო 24 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge