NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიციაში ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრის, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის

ოპოზიციაში ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრის, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის

26 აგვ 2021 პოლიტიკა 406 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტს გეგმავდა, თუმცა ამ პროექტზე უარის თქმა მოუწიათ.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია, “ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის და ეს დადასტურდა გუშინწინ, როცა ვნახეთ ერთდღიანი კამპანია, რომ გადადებულიყო არჩევნები, მათ იციან რომ ამ არჩევნებს აგებენ და თან აგებენ სერიოზულად, აქედან გამომდინარე შიში აქვთ, თუმცა მეორე მხრივ ვნახეთ, მოუწიათ, უარი ეთქვათ ამ ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, არანაირი შედეგი ამას არ ექნებოდა, რადგან მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ, უკან დაიხიეს ამ მიზნისგან და ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ კი არ უნდა გადაიდოს, არამედ, აქეთ გადმოიდოს, არასერიოზულობამდე მიდის საბოლოო ჯამში მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია. ეს მიუთითებს ერთ რამეზე – ერთი, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, სერიოზული კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, დიდად არც აქტიურობენ, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, ეს არის რასაც სთავაზობენ მოსახლეობას, ისინი ჰპირდებიან მათ მხოლოდ არეულობას ამ ქვეყანაში და ამას ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

2021-08-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

შემდეგი სტატია

სიცოცხლის დაზღვევა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

მსგავსი სტატიები

კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოს

კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოს

20 ივნ 2018
ევროკავშირი-საქართველოს  საპარლამენტო ასოცირების  კომიტეტის სხდომა თბილისში

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა თბილისში

19 სექ 2017

„შეუძლებელია ევროპულმა სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება თუ არა, აღიარება ადამიანის უფლებების დარღვევისა და აგრესორის გამტყუნებისა“

23 მაი 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge