NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ …

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ …

26 აგვ 2021 პოლიტიკა 622 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ და ჩვენი პარტნიორი პარტიები მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ არის იმის საპირწონე, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ, რაღაც ჯიუტად ვამტკიცოთ, კუნთები ბატი-ბუტებივით ვათამაშოთ და ვაჩვენოთ ხალხს – რა მაგრები ვართ და სხვისკენ გავიშვიროთ ხელი,- ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა და ამ ფონზე წარმოუდგენელია განცხადებები, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე.

„კიდევ 79 გარდაცვლილი – ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ამ ფონზე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ხელისუფების მხრიდან ვისმენთ და მითუმეტეს, მიუღებელი და გაუგებარია განცხადებები, რასაც ზოგიერთი არახელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ ვისმენთ. ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის მთავარი მიზანი, ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება იმ უგუნური ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანაშია.

წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე. წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ არც კი უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ეპიდვითარება გავაუმჯობესოთ. მითუმეტეს, წარმოუდგენელია, გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის არგუმენტად მოყვანა, როდესაც ამავე პერიოდში რამდენიმე ასეული შემთხვევა გვქონდა და გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იყო. დღეს ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს – ჩვენ უნდა შევაგნებინოთ ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულება და პასუხისმგელობა არის პანდემიის ნორმალური მართვა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

არჩევნები გიორგი ვაშაძე 2021-08-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არჩევნები გიორგი ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შემუშავდა, იქ მომუშავე ადამიანების ინტერესები გათვალისწინებული იქნება

შემდეგი სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

მსგავსი სტატიები

თალაკვაძე: არ შეიძლება შერიგების მოწოდება გააკეთო და თან თავს ესხმოდე ხელისუფლებას

თალაკვაძე: არ შეიძლება შერიგების მოწოდება გააკეთო და თან თავს ესხმოდე ხელისუფლებას

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2021
კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილია

კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილია

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2020
პეტრო პოროშენკო: 298 უდანაშაულო სული გახდა პუტინის რეჟიმის უსაზღვრო ბოროტების მსხვერპლი

პეტრო პოროშენკო: 298 უდანაშაულო სული გახდა პუტინის რეჟიმის უსაზღვრო ბოროტების მსხვერპლი

ნინო ჩხეიძე 17 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

  • გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

    გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

    ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge