NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საზოგადოებას გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა

საზოგადოებას გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა

25 აგვ 2021 პოლიტიკა 411 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა და მიმდინარეობდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იმეორებს იმ პოსტულატს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების რიგებიდან, თითქოსდა ჩვენ გვაწყობს გადადება, ჩვენ თვითონ ვერ ვამბობთ და ამის დავალება მივეცით გარე სპიკერებს, რაც აბსურდია. საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური განწყობები, ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა, დაიღალა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა და მიმდინარეობდა, თუნდაც, მოვიგონოთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამას ხელი არ შეუძლია. ტრაგიკული და უმძიმესია მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა და რაც მთავარია, საარჩევნო რეგულაციები გაცილებით უფრო მძლავრია კონტროლისთვის და მართვისთვის, ვიდრე ქაოტური სიტუაციის შექმნა და გაურკვევლობაში და საგანგებო ვითარებაში სიტუაციის გადაგდება, როცა ეკონომიკაც საკმაოდ მძიმე დარტყმებს იღებს ყოველდღიურად. ასე რომ, სახალხო დამცველის განცხადებებში იკითხება ერთი რამ, რომ თითქოს ის პოლიტიკა, ის სტრატეგია და პოსტულატი, რასაც „ნაცმოძრაობა“ ავითარებს, რომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ ხელისუფლებაში, ეს არის გამეორებული. რეალურად ამის საფუძველი არ არსებობს. მე მაგონდება შეტევები მაშინ, როცა „ლოქდაუნი“ ცხადდებოდა, ექიმებზე შეტევები, სახელმწიფო სტრუქტურებზე. ხან ჩაკეტვაა კარგი, ხან ჩაკეტვა არის მტრული ნაბიჯი, როგორ კონიუნქტურაშია პოლიტიკური ინტერესი, იმ ინტერესით არის განცხადებები გაკეთებული. ახლახანს გამოქვეყნდა კიდეც ძველი ჩანაწერი, როგორ მოგვიწოდებენ ყველა ერთად, რომ გავხსნათ ქვეყანა, დღეს სხვა პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთის შესრულებაზე არის ორიენტირებული გარკვეული პირების განცხადებები, მათ შორის, სახალხო დამცველისაც, თუმცა მე არ შემიძლია დაზუსტებით ვილაპარაკო, რომ ის გინდა თუ არა პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს, შეიძლება მართლაც ასეთი აქვს პოზიცია და შეხედულება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

2021-08-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არა თუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი

შემდეგი სტატია

ინგა გრიგოლია: ოპოზიციას მინდა ვკითხო …

მსგავსი სტატიები

ზურაბ ბატიაშვილი: ვისაც გგონიათ, რომ ეს კანონი თქვენ არ გეხებათ …

ზურაბ ბატიაშვილი: ვისაც გგონიათ, რომ ეს კანონი თქვენ არ გეხებათ …

ნინო ჩხეიძე 03 მარ 2023
„კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს“

„კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს“

24 აპრ 2018

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge