NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არა თუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი

არა თუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი

25 აგვ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 427 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრიფინგს “ქართულ ოცნებაში”, სადაც მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გადადების შესახებ ოპოზიციის საუბარი მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, “ქართული ოცნების” განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის და  არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს.

“არა თუ გადასადები არ არის არჩევნები ხალხო, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ პროფესიონალები და კვალიფიციური ადამიანები მოვიდნენ და ყველაფერთან ერთად ეპიდემიაც მართონ. რომელ გადადებაზეა საუბარი. არც გვაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ “ქართული ოცნება” რას საუბრობს, ალალად გეტყვით, ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ადამიანებს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია სიტუაციის დასტაბილურება უზრუნველყოს და მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადება-არგადადების საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა ეპიდემიოლოგებმა უნდა დადონ, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.

“თუ უფრო მეტი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს და დაინფიცირდეს და ამ სიტუაციას ვერ ვუმკლავდებით, მაშინ რა თქმა უნდა არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია ჩატარდეს სტაბილურ გარემოში, მაშინ მე მომხრე ვარ არჩევნების ჩატარების, იმიტომ, რომ არჩევნების გადადება სხვა პოლიტიკურ რისკებთანაც არის დაკავშირებული,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა “ლამის სასაკლაოდაა ქცეული”, ხელისუფლებამ ბრალმდებელი განცხადებების ნაცვლად საზოგადოება უნდა დაამშვიდოს და აღნიშნულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

კომენტარები

2021-08-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციაში იციან, რომ სასტიკად მარცხდებიან და დაიწყეს აჟიოტაჟი „ხომ არ გადავდოთ არჩევნები“ – არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

შემდეგი სტატია

საზოგადოებას გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა

მსგავსი სტატიები

თალაკვაძე: ჩვენი მონაცემებით, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ

21 ოქტ 2017

„ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული“

30 აპრ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი – შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

ირაკლი ღარიბაშვილი – შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

ნინო ჩხეიძე 16 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge