NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ჩავიდინეთ იმდენად ცუდი საქმე, რომელიც ყველასთვის გასაგებია…” – ოპოზიცია შარლმიშელის განცხადებას მწვავე სიგნალად მიიჩნევს

“ჩავიდინეთ იმდენად ცუდი საქმე, რომელიც ყველასთვის გასაგებია…” – ოპოზიცია შარლმიშელის განცხადებას მწვავე სიგნალად მიიჩნევს

24 აგვ 2021 პოლიტიკა 465 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოფიციალური ვიზიტის დროს უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალურ შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ის განცხადება, რომელიც შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა არის მწვავე სიგნალი ხელისუფლების მისამართით, რომ თუკი მათი მხრიდან არ შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, მაშინ მოსალოდნელია სანქციები.

“ქართულმა ოცნებამ”, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციამაც ხელი არ მოაწერა მოგეხსენებათ. ჩავიდინეთ იმდენად ცუდი საქმე, რომელიც ყველასთვის გასაგებია, ანუ შინაარსობრივად იყო კონტრაქტი, ხელი მოაწერე, მერე აქედან ცალმხრივად გახვედი. ეს იმდენად ცუდი საქმეა, ნებისმიერ ენაზე, რა ენაზე ლაპარაკობ მნიშვნელობა არა აქვს. თავისთავად ბუნებრივი იყო, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა,” – აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

პარტია “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯით არა მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ზიანდება, არამედ გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებზეა საუბარი, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას შეექმნას.

“როცა ხელისუფლება ცდილობს, რომ უმაღლეს დონეზე მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას მიაყენოს ჩრდილი და თავი აარიდოს ამ ვალდებულების შესრულებას, რა თქმა უნდა ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და საერთაშორისო პრესტიჟი და გარდა ამისა, აქ საუბარი არის ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება შეექმნას,” – განაცხადა საბა ბუაძემ.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მაინც მოუწევს 19 აპრილის შეთანხმების შესრულება მიუხედავად მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის ანულირება მოხდა.

“იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ იქნება რეალურად იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია საქართველოს პროდასავლური კურსი და მართლმსაჯულების და შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების განხორციელების, საქართველო როგორც ქვეყანა ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას და შეჩერდება, 74 მილიონზეა საუბარი იცით, ამიტომ ეს არის უმძიმესი განაჩენი,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

2021-08-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობა არა ადამიანი, არამედ ძალაუფლებაა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: …ვურჩევთ, შეეგუონ მარცხს და მოემზადონ არჩევნებისთვის

მსგავსი სტატიები

რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ

რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2019
იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2020
გიგი უგულავა – დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს“, ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის” მსახურებად მოიხსენიებს

გიგი უგულავა – დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს“, ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის” მსახურებად მოიხსენიებს

27 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

  • კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

    კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge