“დღეს გავიგე, რომ ჟანგბადის იმპორტს ველით თურმე აზერბაიჯანიდან, რადგან ჟანგბადი არ ჰყოფნით პაციენტებისთვის !
შარშან არ იყო, ჟანგბადის საწარმოებლად დანადგარები შემოვიტანეთო (მაშინაც დაგვიანებით) და მერე თვეების შემდეგ ძლივს გამართეს და ეს ამბავი ნათელა თურნავამ ზარზეიმით გვამცნო ?
ახლა, სად არის ეს დანადგარები ? გაფუჭდა ? თუ, უბრალოდ არასაკმარისი აღმოჩნდა სიმძლავრე ? და თუ არასაკმარისია, რატომ ვერ მოხდა წინასწარ გათვლა საკმარისი რაოდენობის ?
რამე პასუხი აქვს ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროს ?” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “ევროპელი დემოკრატები”-ს ლიდერი მამუკა გამყრელიძე.
კომენტარები