NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

24 აგვ 2021 პოლიტიკა 435 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.

„.ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში – ანა ბიბილაშვილი.

ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი, ბრძოლა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელომ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა.

„მინდა, ასევე წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიული სიის, საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. იგი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარი ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ვიბრძოლებთ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

ანა ბიბილაშვილი ბადრი ჯაფარიძე ლელო მამუკა ხაზარაძე 2021-08-24
ნინო ჩხეიძე
Tags ანა ბიბილაშვილი ბადრი ჯაფარიძე ლელო მამუკა ხაზარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალონიკში ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს

შემდეგი სტატია

სპეცოპერაცია პანკისში – სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

„სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად, მივიღეთ შიშით და სიკვდილით სავსე ქალაქი”- ოპოზიცია დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხამაურება

„სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად, მივიღეთ შიშით და სიკვდილით სავსე ქალაქი”- ოპოზიცია დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხამაურება

სოსო ელისაშვილი 08 აპრ 2019

რუსული ფული 2012 წლის არჩევნებში და ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019

ერდოღანი: თურქეთი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge