NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ნანა გეგეჭკორი: ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გემუდარებით, გადაარჩინეთ ერთმანეთი!

ნანა გეგეჭკორი: ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გემუდარებით, გადაარჩინეთ ერთმანეთი!

22 აგვ 2021 ჯანმრთელობა 740 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“უკვე დღეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოვიდის დამანგრეველი შედეგები თვალნათელი მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება. სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, დღეს სრული ლოქდაუნიც რომ გამოცხადდეს უახლოესი რამდენიმე კვირის სიკვდილიანობას ეს ვერ შეცვლის. ახლა ვიმკით ზაფხულის უპასუხისმგებლობის შედეგებს…
ყველას, ვინც არ ემორჩილება პრევენციის წესებს და არ იცრება (არ იცრება და არა, ვერ იცრება) თავისი წვლილი აქვს ამ ტრაგიკულ გარდაცვალებებში.
ყველაზე დრამატული ამ ისტორიაში არის ის, რომ ადამიანები კვდებიან დაავადებისგან რომლის პრევენცია შესაძლებელია.
დღეს უკვე ვერ დაადანაშაულებთ მთავრობას, რომ ვაქცინები არ გაქვთ. არჩევანი ნამდვილად არაჩვეულებრივია, არც რეგისტრაციაა პრობლემა.
უახლოესი დღეების პროგნოზი საიმედო არ არის. მეტი ინფიცირებული ნიშნავს სამედიცინო სისტემის მეტ გადატვირთვას. სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ჰოსპიტალი ყველაფერი იქნება ორიენტირებული მხოლოდ კოვიდზე. დანარჩენი დაავადებების მოვლა სამწუხაროდ უკანა პლანზე გადაინაცვლებს და უამრავ ადამიანს დაუგვიანდება, ან საერთოდ ვერ მიიღებს დახმარებას. ასეთი იყო ამერიკული რეალობა პანდემიის პირველ კვირებში, მარტი-აპრილი 2020. საქართველოს ჰქონდა ორი წელი რომ ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო. დრო დაიკარგა და ვერაფერი გაკეთდა.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივმა ადამიანებმა იმისთვის რომ ტრაგედიის მაშტაბები შევამციროთ ჩვენივე ძალით.
ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ პრევენციის უმარტივესი წესები; ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა.
შევწყვიტოთ რისკის შემცველი აქტივობები, ქორწილები, თავყრილობები, ცეკვა-თამაში ახლო დისტანციაზე, არასავალდებულო მოგზაურობა და ასე შემდეგ.
ვეცადოთ არ გამოვიყენოთ სამედიცინო სერვისები არამიზნობრივად. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ გადავტვირთოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ზედმიწევნით ყურადღებით მოვეკიდოთ ქრონიკული დაავადებების მართვას და მაქსიმალურად ვერიდოთ ნებისმიერ აქტივობას რასაც მათი გამწვავება შეუძლია.
დაავადებებების პირველივე სიმპტომების დროს დროულად მივიქციოთ პირველადი ჯანდაცვის ყურადღება, რათა უმართავ პროცესის ჰოსპიტალიზაცია ავირიდოთ.
ნუ იმკურნალებთ მეზობლების, დეიდების, ბიცოლების რეკომენდაციებით. ასე შეიძლება უკიდურესად დაიმძიმოთ მდგომარეობა და მარტივად განკურნების ნაცვლად ჰოსპიტალური სექტორისთვის დამატებითი პრობლემა გახდეთ.
გამოიყენეთ სანდო, სამეცნიერო წყაროები სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიადევნეთ თვალი პროფესიონალების რეკომენდაიებს.
საკუთარი თავის გადარჩენით გადაარჩენთ უამრავ ადამიანს, ვისაც მართლა სჭირდება სამედიცინო სექტორის ყურადღება.
დაინდეთ სამედიცინო პერსონალი. თუ ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები გყავთ ექიმები, ექთნები, სანიტრები, შეუმსუბუქეთ მათ შრომა. მიეცით საშუალება არასამუშაო საათები მაქსიმალურად დაისვენონ, რომ ძალები მოიკრიბონ შემდეგი ცვლისთვის. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ფონზე უწევთ მათ ყოველდღიურად ბრძოლა თქვენი სისოცხლისთვის.
აცრილებმა გააგრძელეთ პრევენციის წესების დაცვა ისევე როგორც აუცრელობისას უნდა დაგეცვათ. ნუ ჩამეძიებით კითხვებით, მაშინ აცრას რა აზრი ჰქონდა? ჰქონდა, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად ჰქონდა. ნიღბის ტარებით კი სხვების სიცოცხლეს გადაარჩენთ.
და რაც მთავარია აიცერით, სასწრაფოდ აიცერით.
ორსულები და მეძუძური დედები აცერით სასწრაფოდ. საქართველოში ფაიზერია დაშვებული ორსულებისთვის და უამრავი კვლევა აჩვენებს რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა როგორცდედისთვის ასევე ნაყოფისთვის.
აცერით მშობლები, ბებიები, ბაბუები.
დაეხმარეთ ერთმანეთს სწორი ინფორმაციის მოძიებაში, დაარეგისტრირეთ აცრაზე ისინი ვისაც ტექნოლოგიებთან წვდომა შეზღუდული აქვთ. შეეხიდეთ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული იყოს გარემო ყველასთვის.
ნუ ეთამაშებით სიკვდილს!
ნუ გააუფასურებთ სხვების უბედურებას!
კოვიდი უამრავი ადამიანისთვის დასრულდება სიკვდილით ან ინვალიდიზაციით. ნუ უგულვებელყოფთ ამ საფრთხეს, გთხოვთ!
P.S. მწყევლეთ, მაგინეთ, გადამიარეთ, მე ჩემი პროფესიული და ადამიანური მოვალეობა მალაპარაკებს. მიუხედავად ამხელა შეურაცხყოფისა მაინც გავაგრძელებ ადამიანების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა პრევენციაშია. პრევენცია კი უპირობოდ არის ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა ყველაფერი ერთად კომბინაციაში. არც ერთი ცალკე აღებული კომპონენტი არ მუშაობს. ეს ოთხივე კომპონენტი კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ.
გემუდარებით, გადაარჩინეთ ერთმანეთი!” –  წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

TOP ნანა გეგეჭკორი 2021-08-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნანა გეგეჭკორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე დიმიტრი: ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სხვა საშუალება პანდემიასთან ბრძოლისა არ არსებობს, გარდა ვაქცინაციისა

შემდეგი სტატია

ბიძინა კულუმბეგოვი: გარდაცვლილი ადმიანების 100% არის აუცრელი

მსგავსი სტატიები

4 837 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი – კოვიდის შემთხვევები ქვეყანაში მატულობს

4 837 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი – კოვიდის შემთხვევები ქვეყანაში მატულობს

ირაკლი შალიკაშვილი 13 ოქტ 2021
კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 29 სექ 2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა

ნინო ჩხეიძე 11 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge