“ტოტალიზატორი რო თამაშდამოკიდებულების მკურნალობის პროგრამას აფინანსებდა და კაზრეთში რო მოსახლეობას უფასო სკრინინგის პროგრამა შესთავაზეს, აი მაგ სერიიდანაა ეკლესიის მოწოდება კოვიდგარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პარაკლისების თაობაზე.
წალეკეს ეკლესია ანტივაქსერმა მღვდლებმა, ექიმებს ღია ომი გამოუცხადა მმკ-მ, დღეში სამოცამდე კაცი კვდება და ესენი, მკვდრებისთვის ვილოცოთო.
ცოცხლებს მოუწოდეთ აცრისკენ და “მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა.” მათე 8:22
რამეთუ:
“ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა.”
მარკოზი, 12:27″ – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
კომენტარები