“ავღანეთში ბრიტანეთის საელჩო ევაკუირებულია, თუმცა თავად ელჩმა, 57 წლის სერ ლორი ბრისტოუმ, რომელიც სულ ორი თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, უარი თქვა წამოსვლაზე, ქაბულის აეროპორტშია და თავისი ხელით უკეთებს ვიზებს იმ ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ახლა ქვეყნის დატოვება სურთ. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის თავკაცობამაც კი მადლობა გადაუხადა ელჩს მამაცობისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში გაზეთ “სარბიელის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ზურაბ მეძველია.
ფოტოზე – სერ ლორი ბრისტოუ, ბრიტანეთის ელჩი ავღანეთში.
კომენტარები