საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისადა 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელსამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში გვირაბის სამშენებლოსამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურადდამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის აწყობის და ტესტირების სამუშაოებიუკვე ფინალურ ფაზაშია.
ტესტირების პროცესში წარმატებით დასრულდა დანადგარის პირველი სატესტო ჩართვა და საბურღიდანადგარის დატრიალება. 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება.
TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზემაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამმეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნადამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უსაფრთხო. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა გვირაბის მშენებლობის პროექტი ამ მიმართულებით ტრანსპორტის უწყვეტ და უსაფრთხო გადაადგილეაბსწელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულმარშრუტზე, რომელიც ზამთრის დიდთოვლობისა დაზვავსაშიშროების გამო არ არის უსაფრთხო. ახალიმაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობითმოგვარდება გადაადგილების მუდმივი პრობლემა.
გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალურიგზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არიარსებებს.
1
კომენტარები