NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის

18 აგვ 2021 ბიზნესი 598 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით „აჭარა ტექსტილე“ სათარგო წარმოებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სპორტულ ტანსაცმელს/ფორმებს უკერავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა, „ლოტო”, „ნაიკი“, „ადიდასი“ ,,უმბრო“ და ,,ანდერ არმორი“ საკუთარი თარგის წარმოებას შეძლებს. ამ დრომდე სამკერვალო თარგებს თურქეთიდან იღებდა, ყოველწლიურად კი საშუალოდ 150 მლნ ლარის ნაწარმს კერავდა. ახალი საწარმოს გახსნით კომპანია შეძლებს ბიზნეს ციკლი საგრძნობლად ააჩქაროს და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს.

„სათარგო საწარმოში დამატებით 200 ადამიანს დავასაქმებთ და დასაქმებულთა საერთო რაედონა 7200 მდე გაიზრდება. საწარმოში მოხდება თარგების გამზადება და მათი ჯგუფის ყველა სამკერვალო საწარმოში გადაგზავნა საბოლოო პროდუქციის შესაკერად. „აჭარა ტექსტილეს“ საქართველოს ბანკთან 10 წელზე მეტია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ბანკის თანადაფინანსებითა და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი მსხვილი ინვესტიცია ტექსტილ დარგში. კერძოდ, გაიხსნა ბობოყვათის, ფოთის და ბათუმის საწარმოები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, როცა ყველა ახალი წამოწყებისას გვერდში გიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი, როგორიც საქართველოს ბანკია“,- განაცხადა გია ლომინაძემ, აჭარა-ტექსტილე ჯგუფის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა;

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე. სწორედ ამის დასტურია ბანკისა და „აჭარა ტექსტილეს“ მრავალწლიანი პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანიისთვის კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტის ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას საქართველოში დაიწყოს თარგების დამზადება, რითიც უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის საკუთარ ბიზნეს პროცესებს. ეს „აჭარა ტექსტილეს“ მიცემს საშუალებას, უფრო მეტი პროდუქციის შეკერვა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით გაშლილ საწარმოებში (ბათუმი, ფოთი, ბობოყვათი, რუსთავი). აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადის და ძალიან საამაყოა, რომ ცნობილი ბრენდების და სპორტსმენების მაისურებზე წარწერა – Made in Georgia-ში, საქართველოს ბანკსაც აქვს თავისი მოკრძალებული წვლილი შეტანილი“,- განაცხადა გიორგი გალოგრემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და ის სრულად ბანკის მიერ არის დაფინანსებული.

კომენტარები

TOP გიორგი გალოგრე საქართველოს ბანკი 2021-08-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გალოგრე საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუბაზ სანიკიძე: ასარჩევად არ გვაქვს საქმე, თუ არა და აგერ არის სიბნელე და დაღუპვა ქართული სახელმწიფოსი

შემდეგი სტატია

სემეკმა “თელმიკოსა” და “თელასს” მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების კორექტირება დაავალა

მსგავსი სტატიები

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

თამუნა 17 სექ 2020

ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება

26 ნოე 2018
ADB: 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

ADB: 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge