NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების – 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება

კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების – 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება

18 აგვ 2021 საზოგადოება 543 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა საინფორმაციო საშუალება პაციენტებისა და მოქალაქეებისინფორმირებისთვის, რათა ჩვენ არ გამოვიყენოთ იძულებითი წესი მოქალაქეების ვაქცინაციისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლები მედპერსონალით უზრუნველყოფილია და თუ საჭირო გახდება, ჩაერთვებიან მოხალისეებიც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია „წითელ ჯვართან“ ჰქონდა.

„მედპერსონალი უზრუნველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მათ ეს არ გაუჭირდებათ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. დიდი სიამოვნებით ჩავრთავთ მოხალისეებს და ასევე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელიც თავისი აქტივისტებითა და მოხალისეებით ჩაერთვება პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალის ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

„მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

ეკატერინე ტიკარაძე 2021-08-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ეკატერინე ტიკარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენი რეგიონების და დედაქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ, რა პროგრესიც არის – „ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

შემდეგი სტატია

TBM-ის სატესტო ჩართვა წარმატებით დასრულდა – დანადგარი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანისთვის დამზადდა

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

14 აგვ 2018
“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ეს გამარჯვება”-უკრაინის ეკლესიის ავტოკეალიაზე “რონდელის ფონდში” იმსჯელეს

“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ეს გამარჯვება”-უკრაინის ეკლესიის ავტოკეალიაზე “რონდელის ფონდში” იმსჯელეს

06 თებ 2019
„ორშაბათიდან ბავშვები იქნებიან გადანაწილებული იმავე რაიონის ახლომდებარე ბაღებში“

„ორშაბათიდან ბავშვები იქნებიან გადანაწილებული იმავე რაიონის ახლომდებარე ბაღებში“

25 იან 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge