ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მარცხმა ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა გააჩინა.
“ამერიკის სამხედრო მარცხი და ჯარის გაყვანა ავღანეთში სიცოცხლის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობად უნდა იქცეს. ირანი მხარს უჭერს ავღანეთში სტაბილურობის აღდგენის მცდელობებს და, როგორც მეზობელი და ძმა ერი, ირანი იწვევს ყველა ავღანურ დაჯგუფებას ეროვნული შეთანხმების მისაღწევად,“- განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.
ცნობისათვის, ვაშინგტონი ირანს თალიბი მებრძოლებისთვის ფარული დახმარების გაწევაში ადანაშაულებდა, რასაც თეირანი ყოველთვის უარყოფდა. გუშინ თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს.
კომენტარები