NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი

ირაკლი ღარიბაშვილი: გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი

17 აგვ 2021 პოლიტიკა 503 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში.

„მე ვიცი, რომ გასული წელი საკმაოდ რთული იყო ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, ვინაიდან, ვიცით რა, რომ ეს ქალაქი არის, არა მხოლოდ კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული ცენტრი, ბუნებრივია, ამ ქალაქსაც გაუჭირდა გასულ წელს, ვინაიდან, პანდემია იყო. მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენ მოსახლეობას ბათუმში. ჩვენ წელს პრაქტიკულად შევძელით გარდატეხა, ერთის მხრივ, ვახერხებთ ყველა მოქალაქეზე ზრუნვას და სიტუაციის მართვას, მეორეს მხრივ, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ვაქცინაციაა. ამ მიმართულებით გვაქვს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი სიტუაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, მეორეს მხრივ – პანდემიის დასრულება. პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. ამიტომ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავითვალისწინოთ.

მომდევნო წლების განმავლობაში, აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკეს, ჩვენი მერობის კანდიდატს, რომელიც მანამდე იყო მერის მოადგილე და შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითარონ, კიდევ უფრო როგორ გააძლიერონ და გაალამაზონ ჩვენი ულამაზესი კუთხე და ულამაზესი ქალაქი ბათუმი.

დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის.

ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-08-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში კოლაფსი სწრაფი და მოულოდნელი იყო

შემდეგი სტატია

ჩხენკელი: ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს

მსგავსი სტატიები

„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე“

„სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე“

21 სექ 2018
მამუკა მდინარაძე: საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2023
არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს

არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge