აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც მოლა ბარადარს უწოდებენ, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია. როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაწესების შემდეგ სწორედ მის ხელში იქნება ქვეყნის მართვის მთავარი სადავეები.
ბარადარი – თალიბანის ყველაზე უფრო საჯარო სახე – ხელმძღვანელობდა თალიბების ჯგუფს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან ხელი მოაწერა საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების თაობაზე.
1968 წელს პროვინცია ურუზგანში დაბადებული ბარადარი არის პუშტუნი ტომების გაერთიანება დურანის წარმომადგენელი, პოპალზაის ტომიდან. მას ერთ პერიოდში თალიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge
კომენტარები