NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»დავით გადელია: აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ

დავით გადელია: აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ

17 აგვ 2021 საზოგადოება 543 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“აუცილებლად წასაკითხი!
მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.
ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი- აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო კოვიდ19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:
1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.
2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პოზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა- სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.
3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას- ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები..
4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.
კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!” – წერს სოციალურ ქსელში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.

კომენტარები

TOP დავით გადელია ვაქცინა 2021-08-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით გადელია ვაქცინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს

შემდეგი სტატია

არც ერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიოს

მსგავსი სტატიები

ციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა

19 დეკ 2017
მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 19 სექ 2021
“2 წუთის წინ გვითხრეს სულ ხუთნი არიანო და ზუსტად 5 წუთში დარბევა დაიწყეს “

“2 წუთის წინ გვითხრეს სულ ხუთნი არიანო და ზუსტად 5 წუთში დარბევა დაიწყეს “

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge