NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია: დადგა დრო, ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ დიდი სისწრაფით სვლა

ნიკა მელია: დადგა დრო, ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ დიდი სისწრაფით სვლა

16 აგვ 2021 პოლიტიკა 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს „ქართული ოცნება“, რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერენდუმში ის დამარცხდება ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რეგიონების კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება არც მეტი და არც ნაკლები სამშობლოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი.

მან სთხოვა ლიდერებს, ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე.

„წარმოგიდგენთ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინავე, მებრძოლ გუნდს წარმოგიდგენთ. გუნდს, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს მერის არჩევნებში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც იქნება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში “ქართული ოცნების” დამარცხების ავანგარდში. რეფერენდუმის რომელში გამარჯვებაც,ნებისმიერ სხვა გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია, გაცილებით მნიშნველოვანია, ვიდრე ოდესმე ჩვენ წარმოგვედგინა. რეფერენდუმის, რომლის შედეგად „ქართული ოცნება“ მეგობრებო, უნდა გავუშვათ სახლში და სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, თითოეული ის ადამიანი, რომელსაც მე დღეს წარვადგენ, მხოლოდ მერობის კანდიდატი კი არ არის, ისინი რეფერენდუმის ლიდერები არიან. 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება არც მეტი და არც ნაკლები ჩვენი სამშობლოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი. დაკარგავს თუ არა საბოლოოდ ქვეყნის დამაქცევარი, კორუმპირებული, უკვე ღიად პრო-რუსულ ძალებზე დაყრდნობილი “ქართული ოცნება სრულად” ლეგიტიმაციას. სწორედ ეს რეფერენდუმი ტარდება 2 ოქტომბერს.სწორედ ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ. ჩვენ, ოღონდ, არა პოლიტიკოსებმა, არამედ ქართველმა ხალხმა. მჯერა, როგორც არასდროს, ოცნების მარცხი ამ რეფერენდუმით გაფორმდება. უფრო მეტიც ევროკავშირთან შეთანხმებიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ რეფერენდუმში მარცხი წინასწარ უკვე აღიარა. ყველასთვის გასაგონად ვამბობ, რაც არ უნდა აკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ რეფერენდუმი მაინც შედგება, რადგან ამას ქართველი ხალხი ითხოვს. იმიტომ, რომ ამას ითხოვს სრულად ოპოზიცია. იმიტომ, რომ ამას ითხოვს დასავლური სამყარო. ამას ითხოვს ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავალი. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ქართული ოცნება, რეფერენდუმი იქნება და ამ რეფერენდუმში ის დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მის ერთობასთან.

არჩევანი კი ნამდვილად თქვენზეა, გინდა რომ სიღარიბე და გაჭირვება კვლავ იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები იკარგებოდეს? – მაშინ შემოხაზე 41, ხოლო თუ გინდა სიღარიბის დამარცხება და უკეთესი ცხოვრება, შემოხაზე ოპოზიცია, გინდა ხელისუფლება , რომელიც მარტო დაგტოვებს კოვიდპანდემიის პირისპირ და გულგრილად შეხედავს ყველა შენს პრობლემას? – მაშინ შემოხაზეთ 41, ხოლო თუ გინდა, მზრუნველი, კომპეტენტური ხელისუფლება, უნდა შემოვხაზოთ ოპოზიცია. გვინდა თბილისში, დღისით მზისით, მეგობრებო, დედებო, შვილებო, ევროკავშირის დროშებს წვავდნენ, ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ? – მაშინ შემოხაზეთ 41, მაგრამ თუ გინდათ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს პატივს სცემს და იცავს, შემოხაზეთ ოპოზიცია. გინდა მილიონებს ინაწილებდეს მმართველი კლანი, ხალხისთვის ყველაფერი, ყოველდღე ძვირდებოდეს, ხოლო შემოსავალი მცირდებოდეს? – მაშინ შემოვხაზოთ 41, ხოლო თუ გვინდა არაკორუმპირებული, ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ხელისუფლება შემოვხაზოთ და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას. გვინდა, ახალგაზრდებს პერსპექტივების უქონლობის და ჩვენს მშობლებს სასოწარკვეთის გამო ქვეყნიდან გაქცევა უწევდეს? – ეს თუ გვინდა,ა რ დავფიქრდეთ, უყოყმანოდ შემოვზახოთ 41, ხოლო თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს, აქ , ამ ქვეყანაში შეეძლოთ ღირსეული განათლების მიღება, დასაქმება, ხოლო ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, მაშინ ხმა მივცეთ ოპოზიციას.

დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ,  აღარ შევეგუოთ უიმედობას, უპერსპექტივობას რაც ჩვენი დასამარცხელებელია, ამ რეფერენდუმზეა დასამარცხებელი. ყველამ ერთად უნდა გავაგებინოთ, ძირგამომპალ რეჟიმს, რომ დადგა დრო ისინი ჩამოშორდნენ ქვეყნის მართვას, დადგა დრო შეწყვიტონ ქვეყნის ძარცვა. დადგა დრო, ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ დიდი სისწრაფით სვლა და ჩვენი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების არჩეულ დასავლურ გზას კვლავ უნდა დავადგეთ ყველანი ერთად. ამიტომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა. მე ვთხოვ, ჩვენი რეფერენდუმის ლიდერებს ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ამიტომ ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ყველანი გამონაკლისის გარეშე და არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე!

განა მართლაც არ დადგა დრო გავიმარჯვოთ რეფერენდუმში და ერთად დავუბრუნოთ მომავალი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს?“, – აღნიშნა მელიამ.

კომენტარები

TOP ნიკა მელია 2021-08-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: დიდი მადლობა მამა, რომ ამ ბრძოლაში არ დამტოვე მარტო

მსგავსი სტატიები

“მომისმინეთ რომ გელაპარაკებით… დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ – ელენე ხოშტარია კობახიძეს მიმართავს

“მომისმინეთ რომ გელაპარაკებით… დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ – ელენე ხოშტარია კობახიძეს მიმართავს

17 აპრ 2019
საქართველომ სასწაულს მიაღწია – სამწუხაროდ, ვიდრე ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს

საქართველომ სასწაულს მიაღწია – სამწუხაროდ, ვიდრე ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივლ 2020
ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება – სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ

ე.წ. ამცრელი სივრცეები ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შეიქმნება – სივრცის მოსაწყობად შესაძლოა მოლების შენობებიც გამოიყენონ

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge