NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»რობერტ სტურუა: ვერ ამიხსნია, რატომ ჩამოყალიბდა ქართველ ხელოვანთა შორის ასეთი არნახული სიძულვილი მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი რეჟისორის მიმართ

რობერტ სტურუა: ვერ ამიხსნია, რატომ ჩამოყალიბდა ქართველ ხელოვანთა შორის ასეთი არნახული სიძულვილი მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი რეჟისორის მიმართ

13 აგვ 2021 კულტურა 587 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ი ს ე ვ გენიალურ ა ხ მ ე ტ ე ლ ზ ე!
ვერა და ვერ ამიხსნია,
რატომ ჩამოყალიბდა
ქართველ ხელოვანთა შორის
ასეთი არნახული სიძულვილი
მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი რეჟისორის მიმართ.
თეატრის გენიალური ოსტატები: სტანისლავსკი, მეიერხოლდი, ტაიროვი, (ყველას ვინ მოთვლის!)
უცხოეთის მოწინავე თეატრებო,
კრიტიკა,
ყველა აღნიშნავდა სანდრო ახმეტელის საოცარ როლს მსოფლიო თეატრის განვითარებაში –
და აქ, სამშობლოში:
დაცინვა,
არნახული უარყოფა,
ანტიკომუნისტურო ბრალდებები,
ჭორები,
მითქმა-მოთქმა,
გინება!
შურიო! – მეტყვით!
მაგრამ რატომ უნდა შურდეს, მაგალითად, ცნობილ პოეტს სიმონ ჩიქოვანს თეტრის რეჟისორის?!
ანდა რატომ შურდა ქართველ ინტელიგენციას – რა ყველს რეჟისორობა სურდა?!
ვერ გამიგია!
ახმეტელის მიმართ ეს არობიექტური დამოკიდებულება,
სიძულვილი
ვერ და ვერ ამოვხსენი!
იქნებ სული ბოროტი მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე ჩვენში, ქართველების ირაციონალურ ფსიქიკაში?!. არ ვიცი, არა!
ე რ თ ი კ ე თ ი ლ ი კ ა ც ი რ ო მ ა რ ა –
ალბათ ყოველგვარ პატივისცემას დავკარგავდი ადამიანის მიმართ!
როცა ცკ-ს ბრძანებით ახმეტელი რუსთაველის თეატრიდა გაუშვეს,
ახალმა დირექტორმა კი უბრძანა
სანდროს,
მის მეუღლეს და პატარა შვილს:
სასწრაფოდ დატოვეთ თეატრიო! მოგეხსენებათ, ახმეტელი და მისი ოჯახი თეატრის შენობაში ცხოვრობდა მეოთხე სართულზე – ახლა იქ თეატრალური ინსტიტუტის აუდიტორიაა!
და ოჯახს მოუხდა არც ისე ძვირი სასტუმრო დაიქირავა!
და აი ტრაგიკული ფაქტი:
დიდი რეჟისორი ტოვებს შენობას
სადაც დაიბადა მისი გენია
და გულმოკლული
თავის დაჭრილ სულს გვიტოვებს სამუდამოდ!
გაიგეს თუ არა, რომ ახმეტელი თეატრიდან გააძევეს, მთელმა მსოფლიომ:
ჩვენთან მოდიო, ჩვენთან შექმენი ის,
რაც შენს გარდა არავის შუძლიაო!
მაგრამ ხომ იცით СССР-
გასცეს სასტიკი ბრძანება !
ყველა დოკუმენტი,
რეპეტიციის ოქმები,
სტენოგრამები,
პირადი ჩანაწერები,
დღიურები,
დურუჯის ქაღალდები,
ფოტოები –
ყველაფერი, რაც ეხება სანდრო აზმეტელს
სასწრაფოდ დაწვით თეატრის ეზოშიო! მეთვალყურესაც გამოგიგზავნით,
ხომ უნდა ვიცოდეთ მართლა დაწვით თუ თქვენც ანტი კომუნისტები ბრძანდებით!
ახლა კი დაიმახსოვრეთ
კეთილშობილი რაინდის სახელი და გვარი,
ვინც იმედის სანთელს დაგინთებთ მოკლილ გულში:
ე ს ტ ა ტ ე ბ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი!
თეატრის მუზეუმის თანამშრომელი!
ამ უბრალო ქართველმა
ეზოში
ძველი გაზეთებს
თეატრის რაღაც უმნიშვნელო ქაღალდებს ფოტოებს
ისეთი ცეცხლი წაუკიდა,
რომ მოგზავნილები დამშვიდნენ:
ყოჩაღ, კარგად გაანადგურე ამ მოღალატის ნაგავიო!
ხოლო ესტატემ ახმეტელის ყველა საბუთი თავის პატარა ოთახში გადამალა
( რომ გაეგოთ რა ჩაიდინა ესტატემ,
ჩვენ გმირსაც დახვრეტდენ და
სანდროს მასალასაც გაანადგურებდნენ !)
და ოცი წლის შემდაგ,
უკვე დაბერებულმა ბერიაშვილმა
ყველაფერი თეატრს დაუბრუნა,
მე ვიტყოდი,
სამშობლოს ჩააბარა!
ასეა!
სიკეთეს
კეთილი კაცი
შეუმჩნევლად ემსახურება, მორიდებით, ფრთხილად!
არ დაგავიწყდეთ:
ე ს ტ ა ტ ე ბ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი!
და
ლ ა ვ რ ნ ტ ი ბ ე რ ი ა!” – წერს სოციალურ ქსელში რობერტ სტურუა.

კომენტარები

ესტატე ბერიაშვილი რობერტ სტურუა სანდრო ახმეტელი 2021-08-13
ნინო ჩხეიძე
Tags ესტატე ბერიაშვილი რობერტ სტურუა სანდრო ახმეტელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა

შემდეგი სტატია

ირმა კვიცარიძე: იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს?

მსგავსი სტატიები

რიანას ბიძაშვილი მოკლეს

27 დეკ 2017
ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 13 იან 2022
ჯიჯი ჰადიდისა და ზაინ მალიკის სიყვარულის ისტორია

ჯიჯი ჰადიდისა და ზაინ მალიკის სიყვარულის ისტორია

25 სექ 2017

უახლესი ამბები

  • დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

    დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

  • სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

    სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge