ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები „კატასტროფულს“ უწოდებენ ვითარებას, რომელიც საქართველოში COVID 19-ის გავრცელებისა და პაციენტების გარდაცვალების კუთხით შეიქმნა.
მსოფლიო შედეგებით, სიტუაცია საქართველოში აფრიკისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფოს შორის ხვდება. მაჩვენებლებში ჯერ კიდევ არ არის ასახული 10 აგვისტოს სტატისტიკა – ბოლო 24 საათში გამოვლენილი 5 697 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი პაციენტი.
ასეულობით ექიმმა განგაში 6 აგვისტოდან ატეხა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ მათი მოთხოვნების მნიშვნ ნაწილი არ გაითვალისწინა 10 აგვისტოდან დაწესებულ შეზღუდვებში. ამ შუალედში კი, თავად აუცრელი პრემიერი საზოგადოებამ ხალხმრავალ სუფრასთანაც იხილა.
- რამდენად საკმარისია დაწესებული შეზღუდვები და არის თუ არა ქვეყანაში რეგულაციების აღსრულების იმედი?
- რა არის მოსალოდნელი საქართველოში, თუკი COVID 19-ის სწრაფი გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება?
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 10 აგვისტოს საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში მოვლენები „ყველაზე ცუდი სცენარით“ ვითარდება, ჯანდაცვის სისტემა სასწაულს ვერ მოახდენს, საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა ამოწურვადია და „საგანგაშო“ ვითარებაში ყველაფერი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები