NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ელენე ხოშტარია: …ჩვენის მხრივ „დროა,“ ჩვენი პარტია ამ საარჩევნო პერიოდში უარს ამბობს ხალხმრავალ ღონისძიებებზე

ელენე ხოშტარია: …ჩვენის მხრივ „დროა,“ ჩვენი პარტია ამ საარჩევნო პერიოდში უარს ამბობს ხალხმრავალ ღონისძიებებზე

10 აგვ 2021 საზოგადოება 763 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების უმაღლესი პირები, პრემიერ-მინისტრი, კულტურის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობები კატასტროფულად არღვევენ უსაფრთხოების ყველა წესს. დღეს, როდესაც ვკითხულობთ, რომ 54 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონი, პარალელურად, გორში და თელავში, დახურულ სივრცეში, მიმდინარეობს ხალხმრავალი ღონისძიება, რაც დანაშაულია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა და „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, მათი პარტია უარს ამბობს წინასაარჩევნო კამპანიის მსველობის პერიოდში, ხალხმრავალი შეკრებების გამართვაზე. როგორც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, დღეს არსებული, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყდეს ყველანაირი ხალხმრავალი შერკება. პარტია „დროა“ გამოდის ინიციატივით, გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ასევე, შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება აცრაზე დარეგისტრირდნენ, რადგან, ხოშტარიას თქმით, საზოგადოების ნაწილმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

„დღევანდელი კოვიდინფიცირებისა და გარდაცვლილთა ციფრები არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი და ჩვენ ვიმყოფებით უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში. ამ ვითარებას გააჩნია კონკრეტული მიზეზები, რომელთა გააზრებაც არის ძალიან მნიშვენლოვანი. პირველი ესაა, სრულიად უპასუხისმგებლო და კატასტროფული დაგვიანება ვაქცინაციის პროცესის, შეფერხებები რეგისტრაციაში, საინფრომაციო კამპანიის არარსებობა. უამრავი ადამიანი გვხვდება, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა და ინფორმაცია, როგორ დარეგისტრირდეს აცრაზე ან ზოგადად, აცრის სიკეთეებზე.

ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ხელისუფლების უმაღლესი პირები, პრემიერ-მინისტრი, კულტურის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობები კატასტროფულად არღვევენ უსაფრთხოების ყველა წესს, რაც არის დანაშაული. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ 54 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონი, პარალელურად, გორში და თელავში, დახურულ სივრცეში, მიმდინარეობს ხალხმრავალი ღონისძიება, კონცერტი, რაც პირდაპირ ვთქვათ, არის დანაშაული და ამ ვითარების მთავარი მიზეზი. ამ ყველაფრის ფონზე, მივმართავ ხელისუფლებას და ასევე, მინდა გამოვიდე ინიციატივით, სასწრაფოდ შეწყვიტოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ემსახურება ერთადერთ პოლიტიკურ წინასაარჩევნო მიზნებს, ეს არის მასობრივი კონცერტები, სადაც არის ძალიან საშიში გავრცელების კერა.

მეორე, დაიწყოს საინფორმაციო კამპანია აცრასთან დაკავშირებით. მესამე, დაიწყოს პროაქტიური კამპანია ადამიანების რეგისტრაციის, – გავიდნენ ჯგუფები და დაარეგისტრირონ ადამიანები. არიან პირები, რომელთაც არ იციან რეგისტრაციის პროცედურები. ამასთან, გავიდეს აცრის მობილური ჯგუფები. დღეს არაერთი ინფორმაცია მოვიდა იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი მიუწვდომელია და შორია აცრის პუნქტები. შესაბამისად, ადამიანები არ იცრებიან.

ჩვენის მხრივ „დროა,“ ჩვენი პარტია ამ საარჩევნო პერიოდში უარს ამბობს ხალხმრავალ ღონისძიებებზე, რადგან ვერცერთი პოლიტიკური და საარჩევნო მიზანი ვერ გაამართლებს ადამიანებისთვის საფრთხის შექმნას და ასევე, მზად ვართ, რომ დავუთმოთ ჩვენი ადამიანური რესურსი ნებისმიერ ორგანიზაციას, დავახმაროთ და მივიღოთ მონაწილეობა, როგორც რეგისტრაციაში, ასევე ნებისმიერ მოხალისეობრივ ინიციატივაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

TOP ელენე ხოშტარია 2021-08-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ელენე ხოშტარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად

შემდეგი სტატია

თამარ ჟამურაშვილი: როგორც ექიმი ბოდიშს ვუხდი ხელოვან ხალხს!

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ გამყრელიძე: გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს!

ნიკოლოზ გამყრელიძე: გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს!

ნინო ჩხეიძე 07 აგვ 2021
„უკიდურესად შემაშფოთებელია ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა“

„უკიდურესად შემაშფოთებელია ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა“

25 აპრ 2018
შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი

04 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge