NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ძალას, რომელიც უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში”

“ძალას, რომელიც უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში”

09 აგვ 2021 პოლიტიკა 480 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2012 წელს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო, ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას, ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა-ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„მე მინდა ზოგადად, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალინდელ დღეს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა- ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-08-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა

შემდეგი სტატია

შეერთებულმა შტატებმა ბელარუსში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა

მსგავსი სტატიები

კელი დეგნანი: ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა

კელი დეგნანი: ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2022
930 ათასი ლარი 3 ქუჩის სატრანსპორტო პროექტისთვის – ლევან ხაბეიშვილი კალაძეს არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

930 ათასი ლარი 3 ქუჩის სატრანსპორტო პროექტისთვის – ლევან ხაბეიშვილი კალაძეს არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019
მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოშია, რომელიც „ავგეას თავლად“ იქცა და გასაწმენდია, თვითონაა გასაგდები, ანა დოლიძე კი არა

მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოშია, რომელიც „ავგეას თავლად“ იქცა და გასაწმენდია, თვითონაა გასაგდები, ანა დოლიძე კი არა

ირაკლი შალიკაშვილი 25 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge